რაკიტიჩი: გავიკეთებ თუ არა ტატუს მოგების შემთხვევაში? ნახეთ, შუბლზე რამდენი ადგილი მაქვს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა გაიხუმრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში მზადაა, ტატუ გაიკეთოს.

"უკეთეს შეგრძნებას ვერც ინატრებ. რაც ნაკრებში ვთამაშობ, მუნდიალის ფინალზე ვოცნებობდი.

ვაღიარებ, თავიდან ყოველ ორ წელიწადში დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე მონაწილეობას ვოცნებობდით. ამიტომ ახლა უბრალოდ ბედნიერები ვართ.

გავიკეთებ თუ არა ტატუს მოგების შემთხვევაში? ნახეთ, შუბლზე რამდენი ადგილი მაქვს. ვფიქრობ, კარგი იდეაა. მხოლოდ მეუღლეს შევუთანხმდები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული