
წყაროს ცნობით, არაბულ კლუბს ხორვატის გაშვება არ სურდა, თუმცა რაკიტიჩს სამშობლოში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, "ჰაიდუკის" სპორტული დირექტორი წარსულში ცნობილი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩია, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი - ჯენარო გატუზო.
რამდენიმე დღის წინ ხორვატულმა კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ივან პერიშიჩიც გაიფორმა.