ლუკა მოდრიჩის დაუჯერებელი სტატისტიკა ფინალურ შეხვედრებში

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ზედიზედ 10 ფინალი აქვს მოგებული.

ის 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2014 წელს მან ესპანეთის თასიც მოიგო. 2014, 2016 და 2017 წლებში მოდრიჩმა ევროპის სუპერ თასი აღმართა.

2014, 2016 და 2017 წლებში მისი "რეალი" კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ერთადერთი ფინალი, რომელიც მოდრიჩს წაგებული აქვს, 2013 წლით თარიღდება. მაშინ "რეალი" ესპანეთის თასის ფინალში 2-მატჩიან დაპირისპირებაში "ატლეტიკოსთან" დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩის ხორვატიის ნაკრები ხვალ
მუნდიალის ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

altლუკა მოდრიჩი: რონალდოს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ...

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული