არადა, მწვრთნელ დიდიე დეშამის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელებია, ოდნავ თვალსასეიროდ მაინც შეეძლო გუნდი ეთამაშებინა. სამფეროვნების ასპარეზობა ზედმეტად პრაგმატული, ყოველგვარ ხიბლს მოკლებული იყო - მშვიდი, მომლოდინე სტრატეგია და მეტოქის შეცდომაზე გამოჭერა. უნდა ითქვას, დეშამმა ყველაფერი სწორად გათვალა და მისმა კრებულმა გაიმარჯვა. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.
გაიმარჯვა უფრო იმიტომ, რომ გრანდებმა ვერ ივარგეს: არგენტინამ ვერა და ვერ დააყენა საშველი ნორმალური ნაკრების დაყენებას, გერმანია საერთოდ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა (თურმე, მისი ფეხბურთელები დილის 4 სათამდე PlayStation-ს თამაშობდნენ და Wi-Fi გამოურთეს), ბრაზილიამაც იმედები გაუცრუა გულშემატკივრებს და მისმა დიდად ნაქებმა ლიდერმა ნეიმარმაც. იტალია კი საერთოდ ვერ გავიდა მუნდიალზე.
და სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა ხორვატიას უჭერდა მხარს, რადგან ეს გუნდი შედარებით რომანტიკულ ფეხბურთს აჩვენებდა და პრაგმატულ საფრანგეთთან დამარცხდა. დამარცხდა მსაჯის წახმარებით. არა, ობიექტურად გალების გუნდი უფრო ძლიერია, მაგრამ ზლატკო დალიჩის შეგირდებმა საოცარი თავდადება გამოავლინეს და ვინ იცის, არგენტინელ არბიტრს, ნესტორ პიტანას ის ორი საბედისწერო გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა. ვინ იცის. თუმცა, ვიმეორებ, საფრანგეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოგების მეტი შანსი ჰქონდა.
პეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა
ფიფამ კი ისე მიულოცა ტურნირზე გამარჯვება საფრანგეთს, თითქოს მის პირად გუნდს მოეგოს: "ბრავო, საფრანგეთი!", - ეს ფიფას პრესსამსახურის სიტყვებია და ეს ოდენ ეტიკეტი არაა. ამ კორუმპირებულ ორგანიზაციაზე საუბარს აზრიც არა აქვს. მისი წინა ხელმძღვანელობის ყველა ხელმძღვანელი პირი ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან დათხოვნილია. მათ მიჰყიდეს რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ისინი ახვედრებენ მუდამ ადვილ ჯგუფში.
ამჯერადაც ასე მოხდა - სანამ სხვები ძლიერ მეტოქეებთან იბრძოდნენ, სლავებმა ადვილად სძლიეს საუდის არაბეთს და ეგვიპტეს და თავი დიდ საფეხბურთო ქვეყნად წარმოიდგინეს.
ჩვენ უნდა გავსულიყავით ფინალში და არა ხორვატიაო და არტიომ ძიუბა და ალეკსანდრ გოლოვინი ვარსკვლავებად წარმოსახეს. ფიფას "ახალმა მამიკომ" ჯანი ინფანტინომ კი დითირამბები უძღვნა მასპინძელ ქვეყანას - დაივიწყეთ ჰოკეი, თქვენ დიდი საფეხბურთო ერი ხართო. ეს ორგანიზაცია არ იცვლება, ის იგივეა მარად და მარად, ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით იყიდება დიდ ფულზე.
გორდონი: მეზიზღება ფიფა, რუსულ ფულზე დამოკიდებული ნაძირალების მაფიოზური ორგანიზაცია [VIDEO]
და კარგია, რომ ეს ჩემპიონატი ჩამთავრდა. ბოლოს, დაჯილდოებისას, კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, თითქოს ბუნებამ გამოიტირა ტურნირიო. ესტაფეტა რუსეთისგან ყატარმა მიიღო, რომელმაც რუსეთის მსგავსად, იყიდა ტურნირის გამართვის უფლება და ეს ტურნირი ზამთარში ჩატარდება... აკი ბრძანა მოსკოვიდან გამგზავრების წინ "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ეს ჩემი სპორტის უსაყვარლესი სახეობა არ არისო. მეტი რაღა უნდა ეთქვა?
ფიფა და ძლიერნი ამა ქვეყნისანი საფეხბურთო სიყალბეში გვაცხოვრებენ და სპორტის ნომერი პირველი სახეობა თანდათან კარგავს თავის განუმეორებლობასა და მიმზიდველობას.
არასაფეხბურთო ყატარში შეხვედრამდე...
ფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო
დანიის ნაკრების თავდამსხმელი პოულსენი: ვიდეოგამეორებების გამო ხელები უნდა მოვიჭრათ
ჟოზე მოურინიო: პენალტი არ იყო, უკეთესი გუნდი დამარცხდა
ლუკაშენკოც კი მიხვდა, მსაჯი რომ ფრანგებს უდგებოდა და ამის შესახებ მაკრონს უთხრა
მარკ კლატენბურგი - პერიშიჩის ხელით თამაშზე: ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო