დეშამი - მუნდიალზე მბაპეს თამაშზე: 1998 წელს ტრეზეგეს და ანრის ასეთი როლი არ ჰქონდათ ნაკრებში

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თავდამსხმელი კილიან მბაპე ეროვნული გუნდის ყოფილ ფორვარდებს ტიერი ანრის და დავიდ ტრეზეგეს შეადარა.

"კილიანმა იცის, რომ ისეთ რამეებს აკეთებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ჭკვიანია და მოსმენა შეუძლია. ვეუბნები, როდესაც ყველაფერს კარგად აკეთებს. იმასაც ვეუბნები, სწორად რასაც არ აკეთებს, თუნდაც ეს 5%-იანი შეცდომა იყოს. მისმენს და შეცდომებს ასწორებს.

1998 წელს ტრეზეგე და ანრიც მის ასაკში იყვნენ, მაგრამ გუნდში ასეთი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდათ. კილიანი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს", - განუცხადა დეშამმა "პარიზიენს".

alt

კილიან მბაპე: 1998 წელს დავიბადე და მოზეიმე ფრანგი გულშემატკივრები არ მინახავს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული