Fifa-მ 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ნომინანტთა შორის სტანისლავ ჩერჩესოვიც შეიყვანა

AutoSharing Option
Fifa-მ თავის ოფიციალურ საიტზე იმ 11 მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, რომელიც 2018 წლის ნომინანტთა შორის მოხვდა.

საინტერესოა, რომ სიაში მოხვდა რუსეთის ნაკრების დამრიგებელი სტანისლავ ჩერჩესოვიც.

მის გარდა, საუკეთესოს ტიტულისთვის შემდეგი 10 მწვრთნელი იბრძოლებს:

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრები), რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები), მასიმილიანო ალეგრი (ტურინის "იუვენტუსი"), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), იურგენ კლოპი ("ლივერპული"), დიეგო სიმეონე (მადრიდის "ატლეტიკო"), ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონა"), ხოსეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი"), გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრები), ზინედინ ზიდანი (უგუნდოდ).

ხმის მიცემა ეროვნული გუნდის მწვრთნელებს, ფანებს, კაპიტნებსა და ჟურნალისტებს შეუძლიათ.

აქვე
გეტყვით, რომ ფიფამ დღეს უნდა დაასახელოს ის 10 ფეხბურთელი, რომლებიც 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

altვინ არის სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელსაც "გენერალს" უწოდებენ და მუნდიალზე მინიმუმ 1/2-ფინალში გასვლა სურს

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენერლის რა მოგახსენოთ და კოლმეურნეობის თავჯდომარეს კი გავს
ეკუთვნოდა
22:22 24-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული