ფიფა ნაკრებების რაოდენობის გაზრდაზე უკვე 2022 წლის მუნდიალისთვის ფიქრობს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უკვე მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებების რაოდენობის შესაძლო გაზრდის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2022 ყატარში გაიმართება.

"გადავწყვიტეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ნაკრებების რაოდენობა 32-დან 48-მდე გავზარდოთ და ეს ცვლილება 2026 წლის მუნდიალისთვის უკვე ძალაში შევა. მოხდება თუ არა გუნდების რაოდენობის გაზრდა 2022 წლის მუნდიალისთვის? ასეთ ვარიანტს განვიხილავთ. თუ ამის გაკეთება რეალურია, მაშინ რატომაც არა?

უნდა შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია ეს. ამის განხილვა უკვე მიმდინარეობს ჩვენს ყატარელ პარტნიორებთან და რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, რომ ამის გაკეთება მოხერხდება",
- ციტირებს ინფანტინოს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ 32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან იმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული