საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
მე გამოუსწორებელი ოპტიმისტივარ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების. ყველანაირი სტრესი მოხსნილი ექნებათ და ლაღად და მაგრად ითამაშებენ.. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოო!!!!!!!
ჯიმა
07 დეკემბერი 2020 22:20
12
ყველაზე რთული ჯგუფია ღმერთმა გვითხრა შანსი მოგეცით და ვერ გამოიყენეთო და აჰა ესეც თქვენო...
Lova
07 დეკემბერი 2020 22:05
8
უეჭველი ბოლო ადგილი. მაქსიმუმ 4 ქულა. მინიმუმ 1. კლოპი და გვარდიოლაც რომ დანიშნონ მეტ ქულას მაინც ვერ აღებენ.
Tornike
07 დეკემბერი 2020 22:04
18
იოლ ჯგუფში, რომ ვიყავით გავედით? ჯერ სამშობლოს სიყვარული ისწავლეთ (თუ ისწავლება)
ზეზვა
07 დეკემბერი 2020 23:19
4
ეს ჯგუფი, "ურთულესი" ნამდვილად არ არის... ბიჭები თუ იქნებიან ჯანმრთელად და ფორმაში, მაშინ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჩვეულებრივად შეიძლება
ირაკლი
07 დეკემბერი 2020 23:02
22
საქართველოსთვის ყველა ჯგუფი რთულია!
ლევანი
08 დეკემბერი 2020 09:18
0
სხვა ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით , ხო დავანგრევდით ყველას)))
მთ
07 დეკემბერი 2020 22:16
3
ეს მსოფლიოს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი მსოფლიოს შესარჩევისთვის, ხოლო შემდეგი მსოფლიოს შესარჩევი - მომდენო შესარჩევისთვის. ახალი ნაკრები ყალიბდება და ეგრევე გასვლას ნუ მოვითხოვთ.
ლუკა კუ
08 დეკემბერი 2020 03:31
4
გასვლით, გავალთ! ოღონდ ბოლო ადგილზე.. სასაცილო ისაა კოსოვოს როგორც სახელმწიფოს რომ არ ვაღიარებთ და ჩვენზე წინ იქნება.. ამას ისევ ფარერები ჯობდა ყოფილიყო.
გ.კ.
08 დეკემბერი 2020 00:39
8
რა ფარერებს გარანტირებულად მოვუგებდით?
გუსანი
08 დეკემბერი 2020 01:18
2
ხალხო მართლა გულწრფელად მაინტერესებს კოსოვოს როგორც ქვეყანას არ ვცნობთ და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ და ფეხბურთს რატომ ვეთამაშებით ?? ქვეყანას არ ვაღიარებთ და მათ ნაკრებს ვაღიარებთ თუ როგორ არის ეს ამბავი ?? მართლა ნამდვილად მაინტერებეს . პოლიტიკისგან შორს ვარ
Gigusha
07 დეკემბერი 2020 22:51
3
მთელი დღე ამას ვამბობ,გაგვიჩალიჩა რუსეთმა ,სპეციალურად ჩაგვისვეს,გამბიტია რა!
დევკალიონი
08 დეკემბერი 2020 02:43
2
პოლიტიკისაგან კი არა აზროვნებისგან.
გიზოგ
08 დეკემბერი 2020 10:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული