საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
კარგია,ესპანეთის თამაშზე მაინც წავალ თუ მაყურებელი დაუშვეს,გასვლით კი რომელ ჯგუფშიც არ უნდა მოვხვედრილიყავით შანსი მაინც 0 გვექნებოდა.ისე,ჩვენთვის სიკვდილის ჯგუფში მოხვედრა კარგია, გამოჩდება სად ვართ და მართლა წინ მიდივართ თუ არა,როგორც ამას ფეხბურთის მესვეურები და საერთოდ ხელისუფლება გვაბოლებს.
me
07 დეკემბერი 2020 23:36
5
Ოღონდ ეს ჯგუფი არა.. და სხვა ჯგუფში რომ მოხვედრილიყვნენ ხომ გადაახევდნენ ბურთს ყველას :)))
ლაშა
08 დეკემბერი 2020 10:38
1
თავშივე გვეცოდინება რომ ვერ გავალთ
გიო
07 დეკემბერი 2020 22:05
8
ზუსტად ასეთ ჯგუფში თამაშით გამოჩნდება რა დონეზე ვართ და რამდენად სწორად იხარჯება ის მილიონები რომელსაც ეს გაღატაკებული ქვეყანა გამოყოფს,თორემ რეგბის არ იყოს 5თუ 6 თამაში წააგეს მიჯნით უშანსოთ და ყველა აქებს,ხოლო რაგბის მესვეურები და ე.წ. სპეციალისტები გვიმტკიცებენ ვიზრდებით,ვიბრძოლეთ და ლამაზად წავაგეთო,პრინციპშიც ფეხბურთშიც ხომ ასეა,30 წელი გვაბოლებენ მალე საშუალო ევროპული დონის გუნდი გვეყოლებაო,მაგრამ სადაც ვართ კარგად გამოჩნდა მაკედონიასთან თამაშიდან.
dubia
08 დეკემბერი 2020 11:03
0
და ჩვენთვის ადვილი რომელია.ალბათ დ დივიზიონი ხო.მწვრთნელი გვინდა კარგი და გახევენ ჩვენი მესები ამგენს ყველას.დდ ვაი მის ცოდვას ვინც ჩვენ ნაკრებს ჩაიბარებს უკვე მეცოდება.
Zaza
07 დეკემბერი 2020 22:32
6
ადვილი ჯგუფიდან ხომ გავიდოდით რა მსოფლიოზე,დიდისამბით რომ გამოგგვიცხადეს რთულ ჯგუფში მოვხვდითო,რა მნიშვნელობა აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით როცა სფფ-ს ხემძღვანელი შეთავსებით პარლამენტის დეპუტატია,ალბათ მალე კინოშიც მოცდის ძალებს ისეთი წარმატებულია ყველა სფეროში
Pele
08 დეკემბერი 2020 19:37
5
კობიაშვილი რომ ხვალვე გადადგეს, ავშენდებით?
გიო
08 დეკემბერი 2020 22:06
4
და რა მნიშვნელობა აქვს როგორ ჯგუფში მოვხვდით ?? - არანაირი.
თამაში არ ვიცით და რას ვცოდვილობთ, გამაგებინებს ვინმე ?
სიკვდილის ჯგუფი თუ დაარქვეს B ჯგუფს, ეს ჩვენ არ გვეხებოდა.
უჩვენოდაა სიკვდილის ჯგუფი. ჩვენ როგორ დეკორაცია ისე ვიქნებით: 1-2 ფრე, შესაძლოა 1 თამაში მოვიგოთ შემთვევით და სულ ესაა. დარწმუნებული ვარ 3 ტურის მერე იქნება საუბარი რომ ამ ჯგუფში ბრძოლას სჯობს მოვემზადოთ შემდეგი შესარჩევისთვის.
ციყვივით ერთ წრეზე დავრბივართ - ერთი და იგივე დონე, ერთი და იგივე შესაძლებლობები, ერთი და იგივე შედეგი და ერთი და იგივე მოლოდინი.
მკვდარია ჩვენი ფეხბურთი- ესეთ დონეზე 1-2 ნიჭიერი ფეხბურთელი ვერ შველის საქმეს, გუნდი არ გვყავს, გუნდი !
ზაზა
08 დეკემბერი 2020 15:50
2
ჩემი აზრით ამ ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი არ გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ ახალი ნაკრების ჩამოყალიბებისთვის ახალი გუნდია გასაკეთებელი და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი რომ გამოჩინონ თავი და იქნებ იყოს დაინტერესება ტოპ ლიგებიდან დაინტერესება იგივე ჩაკვეტაძე ზე კვარაცხელიაზე კიტეიშვილზე და კიდევ სხვებზე ვის გარშემოც უნდა აშენდეს ახალი ნაკრები
გიო
08 დეკემბერი 2020 00:29
11
სამწუხაროდ,ამ გადმოსახედიდან ისე სჩანს,რომ ერთ კინკილა ქულაზე მეტს ვერ ავიღებთ,რაც რა თქმა უნდა უდრის ბოლო ადგილს ჯგუფში!მაქსიმუმ ორი საშინაო ქულა ავიღოთ(ისიც ჯახირით,აბა იმას რასაც ესენი თამაშობენ,ფეხბურთი არ ჰქვია!!!)კოსოვოსთან და საბერძნეთთან.ესპანეთი-შვედეთთან შანსი ნული!ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ,რომ არავითარი სასიკეთო ახლო პერსპექტივაში არ მოსჩანს(რა თქმა უნდა ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას გარდა)!
!!!
07 დეკემბერი 2020 23:05
18
ბატონებო, თქვენს წინ დევს ყველა ჯგუფი, ერთი დამისახელეთ ისეთი ჯგუფი სადაც ვიტყვით, რომ საქართველო იქ ფავორიტია. თამაში უნდა და ყველა ჯგუფიდან შეიძლება გასვლა. გახსოვთ ალბათ ერთხელ მსოფლიოზე მიმავალ ესპანეთსაც კი მოვუგეთ.
ჟორა
08 დეკემბერი 2020 11:57
2
მოუგე კი არა კვახი, რამდენი მლ. მოიგო ესპანეთმა ის იკითხე
555
08 დეკემბერი 2020 14:01
5
და სან მარინოსთან რომ წაგვეგო ამხანაგური ამას ჩვენთვის რაიმე გამართლება ექნებოდა,თან რეიტინგით ჩვენ და სან მარინო უფრო ახლოს ვართ, ვიდრე საქართველო და ესპანეთი
თემოს
08 დეკემბერი 2020 14:08
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული