საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
არაა ცუდი ჯგუფი. ნებისმიერი ჯგუფი ჩვენთვის "სიკვდილის" იქნებოდა ისედაც. ამ ჯგუფში კი ორი თამაში გვაქვს ესპანეთთან, რაც ძალიან კარგია თუნდაც ჩვენი ახალგაზრდა ტალანტების მოტივირებისთვის. იქნებ სწორად შეირჩეს აუცილებლად უცხოელი და ამასთან ხასიათიანი მწვრთნელი, რომელსაც არ შეეშინდება მაგ. ოქრიაშვილი სკამზე დასვას და კვარაცხელია ათამაშოს თავის ადგილას. იქნებ, ამ ჯგუფმა მოტივაცია მისცეს იგივე მიქაუტაძეს და მარადაშვილს ჩვენთან ითამაშონ. ფეხბურთის ბურთი, რაგბისგან განსხვავებით მაინც მრგვალია და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში გულშემატკივარს საკუთარი გუნდის უნდა ჯეროდეს
გიორგი
08 დეკემბერი 2020 02:06
4
ეხლა კი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი
სააკაძე
07 დეკემბერი 2020 22:31
8
არის მსოფლიოზე ან ევროპაზე მოხვედრის ნაღდი და უფრო იოლი შანსი, ვიდრე შესარჩევიდან გასვლაა, შევაგროვოთ ფული და ჩავაწყოთ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება.
ჟორა გაბრიჭიძე
07 დეკემბერი 2020 22:29
4
უადვილესიდან ხომ გავედით და ურთულესიდან მითუმეტეს. :D
დაT
08 დეკემბერი 2020 13:50
1
ვა ხა ხა ხა ხა და რომელია მარტივი, ჩვენი ,,ფეხბურთელები'' კი არა და ფეხბურთელების ბურთის მომტანები უფროსწორი შეფასებაა თავისი ფეხბურთის ფედერაციითურთ, დასახელებული ნაკრებებიდან რომელს ერთს მოუგებენ? ვერცერთს! ვინაიდან არც გული აქვთ, არც სული და არც თავმოყვარეობა! (კანკავა, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია მარტოს ვერაფერს გახდებიან).
ურთულესი ჯგუფიაო :))))))))))
08 დეკემბერი 2020 09:42
7
5 გუნდიან ჯგუფში, სულ რო 5-ივე გადიოდეს ჩვენ მაინც ვერგავალთ)))
dzeke
08 დეკემბერი 2020 12:14
6
შესანიშნავი ჯგუფია ჩვენი ფეხბურთის და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისათვის.იმედია, 2024 წელს საქართველოს ნაკრებს ევოპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ!!!
tngh
08 დეკემბერი 2020 10:14
4
წავიკითხე კომენტარები და ყველა ისე რომ უდგებოდეს საქმეს, როგორც ამას სხვებისგან ითხოვენ, განვითარების დონით იაპონიას მივუახლოვდებით )) სასწაული ხალხი ვართ რა
რომელუ
08 დეკემბერი 2020 09:58
7
ფაქტია რომ ვაისის ფორმაცის ნაკრებმა ვერ გამართლაა ახლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები გადასახალისწბელია ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი იგივე ვისაც ჯერ არ უწევდა თამაში და ახალი კარგი მწვრთნელია საჭირო რომელიც ამ შესარჩევზა გამოიყენებს მომდენვო ერთალიგისთვის მოსამზადებლად და ეს შანსია ახალგაზრდებისთვისს რომ ასეთ ძლიერ გუნდები თან თავი გამოიჩინონ
გიო
08 დეკემბერი 2020 00:38
4
და კოსოვოში როგორ ჩავალთ
ზაზა
07 დეკემბერი 2020 23:05
2
ბერძნები ბრუნდებიან არგოთი და იქნებ დაგვიმგზავრონ?! მერე იქედან ახლოსაა!
aburjga
07 დეკემბერი 2020 23:30
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული