საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
კაია ურთულეს ჯგუფში ყოფნა გამოცდილების მისაღებად ისინიც კმაყოფილები არიან ჩვენ რო დაგვინახეს და ჩვენებიც თავს ადვილად გაიმართლებენ
შოკირებული გულშემატკივარი
08 დეკემბერი 2020 18:55
0
ჩვენ თუ კვალიფიციური მწვრთნელი შევარჩიეთ, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშს თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით გაამდიდრებს, მაშინ წარმატების შანსი ყველა ნაკრებთან გვაქვს, ესპანელებთანაც კი. გუშინ, ეს რომ დავპოსტე, ლამის ანათემას გადამცეს. სამი თვე გვაქვს დარჩენილი შესარჩევ ციკლამდე და ეს სამი თვე ფიზიკური კონდიციების ამაღლებას უნდა დავუთმოთ. ტოპ ჩემპიონატებში არის სტანდარტები, ნორმატივები, თუ რა დატვირთვას უნდა გაუძლოს ფეხბურთელმა, რამდენი უნდა გაირბინოს მატჩის განმავლობაში და ა.შ. უნდა მივაღწიოთ ამ სტანდარტების დონეს და ეს 70-80 %-ით გაგვათანაბრებს ესპანელებს. უნდა ავითვისოთ უბურთოდ მოძრაობის კულტურა, დროული გახსნა, მანევრი. ასევე საჭიროა უარი ვუთხრათ ბურთის უსარგებლო თრევას და აქცენტი გავაკეთოდ დროულ პასზე, პასი ერთი შეხებით და პასი მოძრავ ფეხბურთელს. ერთი სიტყვით, ეს მწვრთნელის კომპეტენციაა და ტაქტიკური მმომზადებისას ეს უნდა დაიხვეწოს.
როდესაც ყველა ამ თვისებებით აღვიჭურვებით, მერე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც სხვებს არც ფიზიკური მონაცემებით, არც ინტელექტით და არც ღირსებით ჩამორჩებოდნენ. ჩვენ ამაყად, ისე როგორც ჩვენ ტანჯულ ქვეყანას ეკადრება, უნდა გავიდეთ ყველა მოწინააღმდეგის პირისპირ და უშიშრად ვეკვეთოდ. გახსოვდეთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა მოედანზე გასვლამდე გვექნება წაგებული.
წინ საქართველო და უფალი შეგვეწიოს!
თენგაბი
08 დეკემბერი 2020 12:16
5
ეჰ,მეგობარო,რაზეც შენ საუბრობ ორ-სამ თვეში არ ისწავლება! ამას ბავშვობიდან უნერგავენ დამწყებ ფეხბურთელებს,წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებში! ამათგან,კი არაფერი არ გამოვა და მერე,მწვრთნელი გახლავთ საქართველოს ამ ფორმაციის(და არა მარტო ამ ფორმაციის)ნაკრების უკანასკნელი პრობლემა,შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ და ნუ დაფრინავთ ოცნებებში,მომინდომა ბიჭმა ესპანეთის დამარცხება(:(:(:
თენგაბი-ს
08 დეკემბერი 2020 18:53
1
ოქროს სიტყვებია - "უნდა ავითვისოთ უბურთოდ მოძრაობის კულტურა, დროული გახსნა, მანევრი. ასევე საჭიროა უარი ვუთხრათ ბურთის უსარგებლო თრევას და აქცენტი გავაკეთოდ დროულ პასზე, პასი ერთი შეხებით და პასი მოძრავ ფეხბურთელს". ამით ყველაფერია ნათქვამი, მარტივად და ძალიან ზუსტად. ეს თუ გამოსწორდა, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება უკეთესობისკენ. მაკედონიამ ამით გვაჯობა, სხვა კი არაფრით...
Maxo
08 დეკემბერი 2020 21:03
1
კიდე კარგი, მაკედონია და სომხეთი არ შეგვხვდა, გაგვიმართლა მაგრად.
ჭუმიკა
08 დეკემბერი 2020 11:34
2
აბა,რა.ჩვენთვის გუნდები იყოფიან მარტო 2 კატეგორიად ძლიერები და უხერხულები....
gurulo
08 დეკემბერი 2020 08:46
0
5 კალთბურთელი +6 რაგბისტი და გავდივართ
დავითი
08 დეკემბერი 2020 01:34
4
კარგია 8 თამაში 8 თვეში თქვენ თუ 6 ქულა აიღეთ თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.
vova
07 დეკემბერი 2020 22:38
8
ესპანიამ თუ შურისძიება გადაწყვიტა ახალი ანტირეკორდი გექნებათ. ტემბოლე თუ ვერნიდუბი დანიშნეთ ტრენერად.
Vaivaivai
07 დეკემბერი 2020 22:06
14
ვიღაცს, რომ გავამწარებთ და ჯგუფში ჩავტოვებთ ეს ნაღდია.დდდ
hhh
07 დეკემბერი 2020 22:54
7
იმ ხალხს! რომლებიც ფიქრობთ რომ ყველაზე სუსტია საქართველო ლაიქებით შეაფასეთ. ეხლა დავიწყოთ ერთი კარგი ტრენერი გვინდა და პრეტენზია გაგვიჩნდევა მეორე ადგილისთვის აბა გადახედეთ ჯგუფს და ნახეთ რითაა ჩვენს გუნდზე უკეთესი გუნდები გარდა ესპანეთისა მაგრამ ხომ ვნახეთ რომ შეიძლება ესპანეთანაც თამაში ასე რომ ნუ ჩამოუშვებთ ცხვირებს.
Gio
08 დეკემბერი 2020 10:36
11
ყველაზე სუსტებმა ცალკე მსოფლიო ითამაშეთ და აღარ იქნება ამ ჯგუფში და იმ ჯგუფში თითქოს მნიშვნელობა ქონდეს მარა გულშემატკივარს მოგებას ნუ დაპირდებით
შოკირებული გულშემატკივარი
07 დეკემბერი 2020 23:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული