საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
მთავარია ბიჭები იყვნენ ჯანმრთელად და შეიძლება ჯგუფიდან გასვლა. თუ გელა, გოდერძი და გაიოზა იქნებიან ფორმაში, ყველას გადავუვლით, დაჟე სან-მარინოსავ.
ვაისა
07 დეკემბერი 2020 23:24
14
უეჭველი ბიძინამ გაგვიჩალიჩა
Kote
07 დეკემბერი 2020 22:32
11
მშვენიერი ჯგუფია,ურთულესი არა საშინელება.გაგეგებოდეთ მაინც რამე. თუ არ იცით კიდევ კომპეტენტურს მაინც კითხეთ,მაგალითად ექსპერტ ხვედელიანს.
სფფ
07 დეკემბერი 2020 22:22
2
რომელ ჯგუფშიც არ მოხვედრილიყო,ყველა ურთულესია ჩვენი ნაკრებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი 10 ჯგუფიდან რომელშიც გინდა აიღე და ჩასვი საქართველო,
ყველა ურთულესია.ასერომ თუ რამის მიღწევა და დადება უნდათ შედეგის,ამ ჯგუფშიც შეუძლიათ გაბრძოლება.ასე რომ ნუ დავარქმევთ ამ ჯგუფს ურთულესს.
bakuwurwu
08 დეკემბერი 2020 18:48
0
ბრძოლისუნარიანი გუნდი ყალიბდება ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში. ასე რომ, არაფერი სანერვიულო არ არის, თუ გვინდა ნაკრების წარმატება სწორედ ასეთ წნეხში უნდა გამოიწვრთნას. ერთი მატჩის იმედზე რომ იყო ყველა კი ვნახეთ შედეგი.
ალექსი
08 დეკემბერი 2020 12:34
7
ხოლუმრობაა ხო?
Me
08 დეკემბერი 2020 13:20
4
უუუეჭველი.
ჭჭჭჭჭ
08 დეკემბერი 2020 16:45
1
ყველაფერი შესაძლებელია და აუცილებლად გავალთ მსოფლიოზე... ჩემი გადმოსახედიდან ძლიერ გუნდებთან უფრო კარგად თამაშობს ჩვენი ნაკრები ვიდრე სუსტებთან...ასე რომ წინ დიდი გამარჯვებები გველოდება...
ტორპედოელი
08 დეკემბერი 2020 02:15
14
შედარებით მარტივი გზა იქნებოდა სომხეთისთვის რომ მოგვეგო, ეგ კი რეალურად რომ ვთქვათ შეუსრულებელი მისიაა, მაგარი მწვრთნელი გვინდა, ჩემი ფავორიტები არიან ესპანელი რობერტო მორენო, იტალიელები დონადონი და ჩეზარე პრანდელი, ფრანგები პატრიკ ვიეირა და ლორან ბლანი, ან გერმანელებიდან ვინმე ავტორიტეტები ამოარჩიეთ, თუ კარგი შედეგი გინდათ ბევრი უნდა გადაიხადოთ რადგან ჩვენი უვარგისი ფეხბურთელებისგან მოაზროვნე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადება ადვილი არ არის
giorgi dashniani
07 დეკემბერი 2020 23:01
9
ცხადაძე!
გია
07 დეკემბერი 2020 22:35
17
ჩვენთვის არ არსებობს ნაკრები ვისთან ერთადაც მოვხვდებით ჯგუფში და ვიტყვით რომ გაგვიმართლა. ეგეთი ნაკრები ჩვენ ვართ; როდესაც ჯგუფში მოვხვდებით დანარჩენები იძახიან რომ გაუმართლათ ჩვენთან მოხვედრით :D :D
დარბაისელი
08 დეკემბერი 2020 16:51
0
თორე რამე მნიშვნელობა აქ, რა ჯგუფში მოხვდებობდნენ
gagi
08 დეკემბერი 2020 13:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული