საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
შანსები არ გვაქვს, მაგრამ გააჩნია რა შემადგენლობა გვეყოლება. თუ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კიტეიშვილი და შენგელია (იმედია სახვა კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან) კარგ ფორმაში იქნებიან შეიძლება 3 ადგილისთვის ბრძოლა. სხა შემთხვევაში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილს ვერ გავცდებით.

შანსი ეხლა რომ გვქონა ევროპაზე ალბათ აღარც გვექნება, მაგრამ მაშინ "მოკვდა" ყველა ზოგს ფიზიკური პრობლემა ქონდა ზოგს ფსიქოლოგიური...
ქომაგი
08 დეკემბერი 2020 11:17
3
დიდი ხანია უკვე ამათი არ მჯერა. არასწორი სულია მანდ. სანამ ამას ვგრძნობ წინსვლა არ იქნენა. მთლიანობაში ქართულ ფეხბურთს ვგულისხმობ.
ლევანი
08 დეკემბერი 2020 09:20
1
ასეთი ფეხბურთელებით და ფეხბურთისადმი ასეთი დამოკიდულებით ჩვენთვის ნებისმიერი ჯგუფი ძალზე რთულია
temo
08 დეკემბერი 2020 07:20
0
მთავარია წნეხში არ ვამყოფოთ ბიჭები, არ მოვითხოვოთ უეჭველი მოგება და უფრო ლაღად და შედეგიანად ითამაშებენ. სიურპრიზებსაც ველოდები ჩვენი ნაკრებისგან. მესამეზეც რომ გავიდეთ, მაინც მაგარი იქნება. თუმცა მეორეზეც არ ვიტყოდი უარს))
შოთა
08 დეკემბერი 2020 03:27
4
ესპანეთი ჩვენი ბულკია... 1 თამაშს უეჭველი ვუგებთ... ბრძოლა და ჯგუფიდან გასვლა რეალურია D ამ კაპჩათი ფულს აკეთებენ? 10 ცალი შევავსე
*
08 დეკემბერი 2020 00:47
10
მშვენიერი ჯგიფია, რო მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ესპანეთი თავისთავად გავა პირველზე. აი დანარჩენებიდან რომელი შეგვხვდა გრანდი? შეიძლებოდა უფრო რთული ჯგუფი. არც მეორეზე ვართ ჩვენ გამსვლელები, მაგრამ იმედია ბოლოზე არ გავალთ
გოგა
08 დეკემბერი 2020 12:31
10
ისე,ნიდერლანდები და ბელგია რომ არასდროს შეგვხვედრია...საინტერესო იქნებოდა მათთანაც თამაშები.შვედეთთანაც მგონი დებიუტი გვაქვს და ვნახოთ.იმედია ესპანელები ძალიან ნაწყენები არ არიან ჩვენზე)))
ალექსი
08 დეკემბერი 2020 01:06
3
ახალი შესარჩევი ახალი იმედები და როგორც ყოველთვის ,ახალი იმედგაცრუება!
Skorpion07
08 დეკემბერი 2020 13:35
3
თუ გვინდა თანამედროვე ევროპული ფეხბურთი ვისწავლოთ, საშუალო დონის ნაკრების ამბიცია დავიკმაყოფილოთ, ჩემი აზრით ამისთვის ზედგამოჭრილი ჯგუფია. ნაკრები უნდა გაახალგაზრდავდეს და ყოველგვარი წნეხის გარეშე იბრძოლოს. 8 ქულა ამ ჯგუფში კარგი შედეგი იქნება. 9 ან 10 ქულა თუ დავაგროვეთ, თამაში გვისწავლია და ეგ არი...
merabi-1960
08 დეკემბერი 2020 11:28
1
მოდით სიმართლეს გაუსწოროთ თვალი ეს ეტაპი არის და კიდევ დიდი ხანი იქნება ჩვენთვის მსოფლიოც და ევროპის ჩემპიონატი. რაც კარგი გუნდები ჩამოვლენ მით უკეთესი ჩვენთვის. იმედია სტადიონზე ხალხს დაუშვებენ და მოვრჩეთ არარეალურ ოცნებებს
ირაკლი
08 დეკემბერი 2020 08:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული