საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
ერთი კითხვა მაქვს კოსოვო ვაღიარეთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა?!
mitro
08 დეკემბერი 2020 11:46
3
ცუდი ჯგუფია ძალიან თან ეს კოსოვოსთან თამაში პოლიტიკურ ამბავშიც არ გვაწყობს
tazo
08 დეკემბერი 2020 18:17
2
ეგ რაღა შუაშია, მასე ესპანეთიც არ აღიარებს კოსოვოს, კატალონიის გამო, მარა მერე რა?
hhh
08 დეკემბერი 2020 19:44
1
იმედია მეშვიდეზე არ გავალთ, მაგრამ არაფერია, ისე ფეხბურთის მილიონები სტადიონებში რომ ჩაედოთ, ფიფასთან მსოფლიოს ჩაწყობა მოსულა
zviadi
08 დეკემბერი 2020 11:57
4
ანუ წელს ვერ გავალთ? ;)
ვვვ
08 დეკემბერი 2020 11:41
2
ძან კარგი მიდით ეხლა და მოუგეთ კოსოვოს ორივე და ესტონეთსაც დანარჩენებთან თუ ქულას აიღებთ მაგრები იქნებით ეს ნიშნავს რო ჯგუფს 13 ქულით დაამთავრებთ და არავინ თქვენზე არაფერს იტყვის
ილო
07 დეკემბერი 2020 22:31
11
ესტონეთი სადაა?
tas
07 დეკემბერი 2020 22:56
2
Axalgazrdebi ki..ogond perspeqtiulebi unda iyvnen... Arabidze chanturia 2 gaichita..

Perspeqtiulebi arian
Xvicha,zuriko,chakve,kitec,ninua,lochoshvili.. Giorbelidze mainteresebs ras izavs awi, tabidze, amat unda sheuertdes vinc kide sheidzleba itamashos
Kakabadze,kverkvelia,xocholava,budu, miqautadze unda davitriot...
Oqris vakos da janos me awi ara mwams,nu axla rogorc arian ar imsaxureben,arc aburjania..arc kankava da kvekveskiri dgevandeli mdgomareobit
Levani
08 დეკემბერი 2020 02:16
3
F ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით იქ კიდე რაღაც შანსი გვქონდა მაგრამ ამ ჯგუფში განწირულები ვართ ყველა ჩვენზე ძლიერია
გიო
07 დეკემბერი 2020 23:36
14
rtuli jgupia chventvis imito ro espanelebi chvedebi da berznebi disciplinas akeneben pirvel adgilas, ar dadian dabadebis dgeebze, uazro gartobebze da barebchi siarulze uars amboben, pizikurad varjichoben, chvengan gansxvavebit, ai amitomaa rtuli jgupi
x
09 დეკემბერი 2020 15:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული