ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.
ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი
B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო
C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა
D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი
E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი
F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა
G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი
H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა
I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო
J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი
მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
როდესაც ყველა ამ თვისებებით აღვიჭურვებით, მერე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც სხვებს არც ფიზიკური მონაცემებით, არც ინტელექტით და არც ღირსებით ჩამორჩებოდნენ. ჩვენ ამაყად, ისე როგორც ჩვენ ტანჯულ ქვეყანას ეკადრება, უნდა გავიდეთ ყველა მოწინააღმდეგის პირისპირ და უშიშრად ვეკვეთოდ. გახსოვდეთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა მოედანზე გასვლამდე გვექნება წაგებული.
წინ საქართველო და უფალი შეგვეწიოს!
შანსი ეხლა რომ გვქონა ევროპაზე ალბათ აღარც გვექნება, მაგრამ მაშინ "მოკვდა" ყველა ზოგს ფიზიკური პრობლემა ქონდა ზოგს ფსიქოლოგიური...