თბილისში გამომგზავრებამდე ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ - 1:1.

გრანადაში ჩატარებული მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები ალვარო მორატამ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასტეასმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბერძნების ბურთის ფლობა კი 23% იყო, კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

"ფურია როხას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, თუმცა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1993 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - 50
გამარჯვება და 14 ფრე.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კალათბურთის მსაჯი მოუწვევიათ.
dsag
26 მარტი 2021 14:22
0
1993 წლის შემდეგ თუ არ დამარცხებულან, მაშინ წასულა მაგათი საქმე, ეხლა მარცხდებიან სტატისტიკის ყველა კანონის ძალით.
ისე, ქაჯური ენერგიით კი უტევდნენ ბერძნებს, მაგრამ რაღაც უთავბოლოდ აკეთებდნენ ყველაფერს. ჩვენთან თუ დაალაგეს თამაში, შავი წყალი აღარა გვზიდავს, ისეთ დღეში ჩაგვყრიან.
გიგლია
26 მარტი 2021 13:53
0
მსაჯმა ფრე აჩუქა საბერძნეთს და ესპანეთს ორი ქულა წაართვა.
maxo
26 მარტი 2021 12:07
5
რა პენალი დაუდეს ბერძნებს??? საპირისპირო მხარეს უფრო იყო მორატაზე პენალი.
ჩვენთვის ცუდი ანგარიშია, გაბრაზებული ესპანეთი უნდა მივიღოთ და შემდეგ დასვენებულ, კმაყოფილ ბერძნებს უნდა ვესტუმროთ.
რატი74
26 მარტი 2021 11:37
1
საბერძნეთმა ფრეს კი მიაღწია, მაგრამ ღირსეულად არ უთამაშია. სულ დაცვაში იდგა. უკრაინამაც ასე "უღირსად" აიღო ქულა. ერთი ჩვენ წავაგეთ "ღირსეულად".
Hoda
26 მარტი 2021 02:48
2
შეადარე საფრანგეთი და შვედეთი დდ
თემო
26 მარტი 2021 11:26
0
გაბრაზებულზე ამათთან მტრისას. თავი შეაკალით რაგვაქვს დასაკარგი, არცარაფერი
Ohio
26 მარტი 2021 02:26
0
ან შემადგენლობები დაწერეთ ან ცხრილი გააკეთეთ. რა არაპროფესიონალიზმია
leonsio
26 მარტი 2021 02:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული