პედრი - საქართველოსთან მატჩის წინ: ნაკრებში რომ მიხმეს, კუმანის დამსახურებაა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა "ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ თავისი კლუბის მწვრთნელს, რონალდ კუმანს მადლობა გადაუხადა.

"ეროვნულ გუნდში რომ მიხმეს, ეს კუმანის დიდი დამსახურებაა. მან ახალგაზრდებს თავიდანვე ნდობა გამოგვიცხადა. მისი ძალიან მადლიერი ვარ. მხარს მიჭერს და ამას ვაფასებ.

ნაკრებში კარგად მიმიღეს. აქ ჟორდი (ალბა) და ბუსი (ბუსკეტსი) არიან; აგრეთვე - ბიჭები, რომლებთანაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. ამიტომ ადაპტაცია არ მიჭირს.

ყველა ფეხბურთელი შესანიშნავი ადამიანია. მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც გუნდი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თამაშობს. იმედი მაქვს, რომ ნაკრებისთვის სასარგებლო ვიქნები", - ციტირებს პედრის კატალონიური "სპორტი".

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის თბილისის "დინამო არენაზე" 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პედრი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. კუმანს ერთადერთ რასაც არასოდეს ვაპატიებთ, ბარსას ლეგენდის საუკეთესო 9-იანის, ლუი სუარესისადმი უპატივცემულოდ მოქცევას. ისე გაუშვეს თითქოს ვიღაც ორი დღის მოსული ფეხბურთელი იყო. კი ვხედავთ სუარესი რეებს აკეთებს ათლეტიკოში, ფაქტიურად ქულას ქულაზე დებს.
ბარსა
10:57 24-03-2021
0
კუმანის მოთრევა კი ბართომეუს დამსახურებაა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული