იბრაჰიმოვიჩი: ქართველებს ზედმეტი პატივი ვეცით

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0) კომენტარი შვედეთის ნაკრების 39 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა:

"მწვრთნელ იანე ანდერსონს დავპირდი, ტექსტი ვისწავლე და ვიმღერე კიდეც ჰიმნი. მარტივი თამაში არ იყო. მეტოქეს ზედმეტი პატივი ვეცით. უფრო მეტი ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, რასაც ხანდახან ვაკეთებდით, მეტი შანსი გვექნებოდა. მთავარია, მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ.

გუნდის ამ სისტემაში ახალწვეული ვარ. ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. თუ ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, შეტევაში უფრო სახიფათონი ვიქნებით. ორ დღეში სათანადოდ მომზადება
ძნელი იყო.

კლასონმა მითხრა, რომ უკნიდან იმოქმედებდა და საგოლე პასი გავუკეთე. ვიცოდი, სადაც იმყოფებოდა. ისაკი ტექნიკურია, იერიშებს მოედნის ცენტრიდან იწყებს", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს fotbollskanalen.se.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ულაპარაკოდ. დავალებული ვართ ნამეტანი.
აუჰ.(!)
26 მარტი 2021 07:02
5
ხოდა ჩვენც ვეცადოთ, უფრო სწორად საქრთველოს ნაკრებმმა, "ზედმეტად პატივი ვცეთ" იბრას ნაკრებს. ზურა
გამარჯვება ბიჭებს!!!! ამ ტრიპაჩა თავში ავარდნილ ნარცისს," პატივი ვცეთ".
26 მარტი 2021 11:38
4
იბრაგიმოვიჩის გარეშე შვედეთი უკეთ ითამაშებდა.
x.x
26 მარტი 2021 09:52
16
ხოოო აპააა....ერთი გოლი გაიტანეს და ისიც მისი პასით... რა უნდა მაგას ნაკრებში...
mirosan
27 მარტი 2021 09:58
0
იბრაიმოვიჩი ამბობს-2 დღე არ გვეყოო;გესმით? შვედეთის წლობით ჩამოყალიბებული ნაკრების განთქმული წევრი ამბობს ამას.არ გამიკვირდება ჩვენმა ,,ცელქმა გენიოსებმა'' ოცნებაში ევროპის ჩემპიონობასაც ,,გამოჰკრან ხელი''.
giorgi janikashvili
26 მარტი 2021 12:01
5
როდემდეეე უნდა ვაგოთთთ ისეთი თამაშები სადაც ყველაზე ცოტა ფრეს მაინც ვიკსახურებთთ. აი იმენა რო გვჯობდნენ და ბურთს არ გვაკარებდნენ კიდეხო მაგრამ 51-49 ზეიყო ბურთი ჩვენს სასარგებლოდ კარისკენ დარტყმები 10-9 ზე და მაინც წავაგეთ, სულ ესეხდებააა სულლლლლ
რეისერ
26 მარტი 2021 03:11
6
ეს არის ნაღდი პრფესიონალის ინტერვიუ, იცის კაცმა მისი საქმე და შედეგიც მოუტანა გუნდს... ჩვენი პროფესიონალები რა კომენტარს გააკეთებენ???, პ.ს. ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ
KQ
26 მარტი 2021 03:16
8
ქვილითაიას რომ არ ეღორა და პასი მიეცა არ წავაგებდით.
david gurgenidze
26 მარტი 2021 21:02
0
ქვილითაიას და კაშიას ბრალი ეს ანგარიში და აბურჯანიას რომ პირველ ტაიმში ორჯერ მიიღო ბურთი
tk
26 მარტი 2021 13:55
20
კონკრეტული ფეხბურთელი არაფერ შუაშია. კლასით წავაგეთ რაც ლოგიკური იყო. ის კი არა არ მოგვაწვნენ ძალიან თორემ სხვა ანგარიშით დასრულდებოდა თამაში
ლევან
27 მარტი 2021 07:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული