სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
3 დღის დაყენებული გუნდი პირობებზე არა უშავდა, ქვილითაიას, რომ ეთამაშა კარგად არ წავაგებდით, უნდა შეეცვალა სრაზუ, მეორე ტაიმში კვარაცხელიას შეცვლა ვერ გავიგე, გუნდი დადგა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე უნდა შეეცვალა მთელი წინა ხაზი, გამოყვანა ზივზივაძე, ბერიძე და მიქაუტაძე, ბოლო 5-10 წუთში შემოსულისთვის ძნელია თამაშში ჩართვა. დღეს-დღეობით შვედეთი არ არის ის გუნდი ვისთანაც უნდა წააგო, არ იყო წასაგები თამაში. წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს.
x.x
26 მარტი 2021 09:49
2
ქვილითაია რატომ უნდა დაგეყენებინა ძირითადში ახსნა არ აქვს და ამას არ ვამბობ მხოლოდ თამაშის მერე, თავიდანვე ვამბობდი. ტიპი არის მაღალი ნელი და ამასთან ერთად ფიზიკურად სუსტი, რა უპირატესობა უნდა შეიქმნას ამან მაღალ ფიზიკურად ძლიერ და მასზე სწრაფ შვედ მცველებთან? თუ არ გარისკავდა და იმ ახალ ბიჭს არ დააყენებდა ეგრევე ძირითადში, ბუდუ იყო აქ დასაყენებელი აუცილებლად. ჩაბრაძემ კო ბანტონო ვერ იტყვი რომ თამაში ჩააგდო მაგრამ რატომღაც მგონია რომ კაკაბაძე მეტ ხიფათს შექმნიდა. არ ვიცი თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემა იყო მარა თუ არა აუხსნელი კვარას გაყვანა, უნდა გაეყვანა აბურჯანია და შემოეყვანა კიტეიშვილი. თუმცა ეს ყველაფერიც რომ გაეკეთებინა მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება რომ შვედეთი ნახევარი ძალით გვეთამაშა, მათი რეალური პოტენციალი გოლის გატანამდე 10 წუთის განმავლობაში გამოჩნდა, როდესაც ტემპი ააჩქარეს და ჩვენები უკვე ამ სწრაფ ტემპს ჩანდა ვეღარ მიყვებოდნენ, გოლი რომ გაიტანეს იმის მერე ისევ ჩაწყნარდნენ.
გიო
26 მარტი 2021 09:46
2
ვილი კვარაცხელია არ უნდა შეგეცვალა,ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში,კობიაშვილი ძალიან მაგარი ფდხბურთელი იყო,მაგრამ დაღუპულია ქართული ფეხბურთი მის ხელში
giorgi
26 მარტი 2021 09:34
5
ხიზანიშვილის ფუნქცია რა არის, არ უნდა უთხრას რომ ფლანგებია ჩვენი მთავარი ძალა?
თამაზი
26 მარტი 2021 09:31
1
AM KACS RAS VERCHI, ARAUCHAVS VILI CHVEN MICHVEULI VART, XIZANICHVILO RA SASTAVI DAAKENE, RA KACHIA RA CHABRAZE, RISI KVILITAIA, ERMISS DA DOKSAS KIAR ETAMACHEBI, ERTIERTCHI RO DARCHA KVILITAIA ISE DAIGALA SANAM MIIRBINA MEKARES MDE ZALA AGAR DARCHA DASARTKMELAD, CECXLIVIT TAVDANSXMELEBI SKAMZE GIJDES DA KVILITAIAS ATAMACHEBDE, KVARAS RAS ERCHODIT RO GAMOCVALET, AN BUDUM RA DAACHAVA TKVENTAN AMISTANA RO CHANSS VER EGIRSA,TUMCA RA MOGEBAS ITXOV ROCA CHVEN KOMENTATORS IS UKVIRS ISAKI ROGOR DARBIS TURME CIN DA UKAN, KVILITAIAS NAKUREBS VERC KI CARMOUDGENIA RO TAVDAMSXMELMA CHEIZLEBA DACVASAC RO MIEXMAROS, ARA ARA, CHVENI PEGBURTI VIS XELCHICAA, PRASVETI AR GAMOCHDEBA MINIMUM 5 CELI MAINC.
KUTAISELI
26 მარტი 2021 08:54
14
მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთო! არ გვეშველება არაფერი))
26 მარტი 2021 08:38
7
სად ნახულობენ ან რას აწევინებენ ასეთს რომ წაგებით კმაყოფილია. რაც სახელმწიფო ისე სპორტი.
ჯუბა
26 მარტი 2021 08:27
11
კიიი, ყველა მწვრთნელი ეგრე გვპირდება!!
ახლა არა და მომავალში მაგრები იქნებითო და ამით იხანგრძლივებს თავის ყოფნას!!
buba
26 მარტი 2021 08:21
7
კვირკველია უნდა გამოეძახა ამ დალოცვილს.
ჯიმა
26 მარტი 2021 07:49
4
ისიც ისე, და კაროჩე რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ ისე ...
26 მარტი 2021 06:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული