მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა 2 წელში ერთხელ გაიმართოს

AutoSharing Option
ფეხბურთის მსოფლიო წამყვანი ორგანო ფიფა ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხს განიხილავს, რათა ქალთა და მამაკაცს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 4 წლის ნაცვლად 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს. ამ გამოსვლას საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაუჭირა მხარი.

"ჩვენ ვთვლით, რომ ფეხბურთის მომავალი კრიტიკულ ეტაპზეა"- თქვა საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იასირ ალ- მისეხალმა.

"ამჟამად ფეხბურთი დიდ პრობლემებს შეეჯახა, ისიც სათქმელია, რომ კოვიდ ვირუსის გამო გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ყველაფერი. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ როგორ არის მოწყობილი გლობალური თამაში, რას უნდა იერთებდეს ის საკითხი, რჩება თუ არა 4
წლიანი ციკლი ოპტიმალურ გზად ფეხბურთის მართვაში როგორც შეჯიბრის თვლასაზრისით, ასევე კომერციული კუთხით, ასევე ზოგადი ფეხბურთის განვითარებით".

მსოფლისო ჩემპიონატი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 1930 წლიდან იმართება, გამონაკლისი 1942 და 1946 წლები გახლდათ, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზი ჰქონდა. შეგახსენებთ, ამ წლებში მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა. 

რაც შეეხება ქალთა მსოლფიოს ჩემპიონატს, სტარტი 1991 წელს აიღო და ამის შემდეგ ყოველ 4 წელში ერთხელ იმართება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატთან ერთად განიხილება ევროპის ჩემპიონატის ყოველ 2 წელში ერთხელ ჩატარებაც. 

წყარო: bbc
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოველ წელს ჯობია, თქვენი უტვინო....,
მამუკა
19:43 22-05-2021
0
მაშინ ევროპის ჩემპიონატი უნდა გაუქმდეს. მსოფლიოს ჩემპიონობასაც ფასი მოაკლდება. 3-4 და შეიძლება 5გზის მსოფლიო ჩემპიონები მომრავლდნენ. საუდის არაბეთის ფედერაციის მნიშვნელოვნება მსოფლიოსთვის გასაგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ...
იულონ გაგოშიძე
13:03 22-05-2021
1

სიახლეები პოპულარული