დღეს, 4 ივნისს, სამხრეთ ამერიკის მასშტაბით, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
არგენტინამ ჩილეს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
"ალბისელესტემ" ანგარიში 24-ე წუთზე ლიონელ მესის პენალტის წყალობით გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინეს. თავი ალექსის სანჩესმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში სხვაობა აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო-თითო ქულა მოიპოვეს.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ არგენტინას 11 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. ჩილე 5 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ რეალურად ნაკრებებმა 5 თამაში ჩაატარეს, ხოლო დარჩენილი 2 შეხვედრა პანდემიის გამო გადაიდო.
სხვა შეხვედრები:
ბოლივია - ვენესუელა 3:1
ურუგვაი - პარაგვაი 0:0
პერუ - კოლუმბია 0:3
მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ბრაზილიასა და ეკვადორს შორის ხვალ, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.