რონალდომ "გაულაწუნა", პენალტი გააცუდა და ბომბარდირთა ბომბარდირი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, A ჯგუფში პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ირლანდია 2:1 დაამარცხა.

მე-12 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად რონალდო მივიდა. ირლანდიელმა მცველმა დარა ო'შიმ ბურთი გვერდზე გადაუგდო, კრიშტიანომ კი მხარზე ხელი ჰკრა. "დაზარალებული" ჩაიკეცა, ვითომ პორტუგალიელმა სახეში გაულაწუნა, თუმცა მსაჯმა მას ყურადღება არ მიაქცია. რონალდოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნუმ მოიგერია (ინგლისის მესამე ლიგის "პორტსმუთის" გოლკიპერია). ეს 2018 წლის შემდეგ ნაკრებში კრიშტის მიერ გამოუყენებელი პირველი პენალტია - მაშინ მუნდიალზე ირანს ვერ გაუტანა.

Sportall.Ge

რონალდომ
მატჩის დასასრულს დუბლი შეასრულა (89-ე და 90+6-ე წუთებზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი), ეროვნულ გუნდში 111 გოლი გაიტანა, ირანელ ალი დაეის გადაასწრო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალია 10 ქულით ლიდერია (სხვა გუნდებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული) და 7 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე ორივე მევასება. ეს კაცი მარსიდანაა საოცარია.
ავჭალიდან
08:04 03-09-2021
1
მეცოდება, ესეთი "ვაი ფანები" ვინც მესის აკრიტიკებენ, მესი, რომ უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, ამას მისი 6-ი ოქროს ბურთიც ამტკიცებს! ბარსას და მის მესვეურებს მესისთვის ხელი, რომ არ შეეშალათ, ლეო მე7-დესაც გამოკრავდა ხელს. მართლა უკვე ზედმეტებში გადადიხართ გეყოთ! და სხვას თუ არ სცემთ პატივს, თქვენ თავებს მაინც ეცით პატივი.
სამარცხვინოა უკვე როლანდოს მომხრეების კომენტარები. გია.
16:03 02-09-2021
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული