მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში ლატვიამ ნორვეგიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
სტუმართა რიგებიდან ანგარიში ერლინ ჰოლანმა გახსნა, სკანდინავიელმა ტალანტმა თავი მე-20 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.
ნორვეგიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე ალიუნუსის გოლის მეშვეობით დააფიქსირეს.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ G ჯგუფში ვითარება დაძაბულია, ნორვეგია 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერ თურქეთთან სხვაობა 1 ქულაა, ნიდერლანდებს კი ამდენივე 10 ქულა აქვს, მოწინავე პოზიციას კი გატანილსა და გაშვებულ ბურთებს შორის უკეთესი სხვაობით ინარჩუნებს.
ამავე ჯგუფში ნიდერლანდებმა მონტენეგროს
უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი მემფის დეპაის ზუსტი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით მოიგეს, "ბლაუგრანას" ერთ-ერთმა ლიდერმა თავი 38-ე წუთზე გამოიჩინა.
მეორე ტაიმში იმავე მემფისმა 62-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილი ორი გოლი კი ჟორჟინიო ვეინალდუმმა (70 წუთი) და კოდი გაკპომ (76 წუთზე) გაიტანეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნიდერლანდები 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, მონტენეგროს 7 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.
ნიდერლანდები მომდევნო შეხვედრას 7 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მონტენეგრო იმავე რიცხვში ლატვიას უმასპინძლებს.