მესის ჰეთრიკი და სამხრეთ ამერიკის ბომბარდირობა - ნეიმარის შოუ ბრაზილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართა.

არგენტინამ ბოლივიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, სამივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა.

"ალბისელესტეს" კაპიტანმა თავი მე-14, 64-ე და 88-ე წუთზე გამოიჩინა. დღევანდელი სამი გოლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მესის 79 გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ პელეს რეკორდი (77) გააუმჯობესა, მოქმედი ფეხბურთელებიდან ნეიმარს 69, ლუის სუარესს კი 64 გოლი აქვს გატანილი.

8 ტურის შემდეგ არგენტინას 18 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, ბოლივიამ 9 შეხვედრა გამართა, 6 ქულა მოიპოვა და ბოლოსწინა, მე-9
ადგილს იკავებს.

"ალბისელესტეს" ნაკრები მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ბოლივია იმავე რიცხვში ეკვადორს ესტუმრება.

ბრაზილიამ პერუს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. "სელესაოს" რიგებიდან პირველი გოლი ევერტონ რიბეირომ მე-14 წუთზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ნეიმარმა დააფიქსირა.

გამოსარჩევია ნეიმარის თამაში, პსჟ-სა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის შეჩერება მოედანზე ვერავინ შეძლო.

8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, პერუს 9 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს.

"სელესაო" მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, ვენესუელას წინააღმდეგ გამართავს, პერუ იმავე რიცხვში ჩილეს უმასპინძლებს.

კოლუმბიამ ჩილეს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მიგელ ბორხას ორ წუთში გატანილი ორი გოლის წყალობით მოიგეს, "გრემიოს" თავდამსმხელმა თავი მე-19 და მე-20 წუთზე გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმრები გაააქტიურდნენ, 56-ე წუთზე კი ჯინ მენესესმა სხვაობა შეამცირა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე ლუის დიასმა დააფიქსირა.

ამრიგად, 9 ტურის შემდეგ კოლუმბიას 13 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს, მოულოდნელად ჩილეს 7 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება.

კოლუმბია მომდევნო შეხვედრას 7 ოქრომბერს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, ჩილე იმავე რიცხვსი პერუს ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაშს ვუყურე, მაგრამ გვაცადეს კომენტატორებმა? ბიჭოოოს, რა ჩვევა აქვთ, დაიწყება თამაში და კომენტატორები ეგრევე იწყებენ თითოეული ფეხბურთელის ისტორიების მოყოლას, ვის აინტერესებს წარსულში, ვინ სად თამაშობდა და ესეთები? განსაკუთრებით ბიძინა ბარათაშვილმა შეგვაწუხა, თავისი ლაპარაკის მანერით. თუ პრეტენზია გაქვთ კომენტატორობაზე, მაშინ 'ზონიდან" ნუ გადიხართ და მაყურებელს ნუ გვღლით, უაზრო არაფრის მომტანი საუბრებით.
მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ?
10 სექტემბერი 2021 16:09
7
მაგათ "ისტორიებს" თუ უსმენ, ესეიგი თამაშს ეთიშები და აზრზე არა ხარ, რა ხდება მოედანზე. ინტელექტი, რომ გვაქვს იმიტომაც არ მოგვწონს, ქართველი კომენტატორები რომლებიც, საშუალებას არ გვაძლევენ, ბოლომდე წესიერად ვუყუროთ მატჩს. რაც შეეხება ტოტალიზატორს, ეტყობა შენ აშტერდები ეგეთ რაღაცეებს და მერე შენნაირები გდიხართ კუნძებივით. ამ ჩვენს კომენტატორებს, რუსი და ნებისმიერი უცხო წამყვანები თუ არ სჯობდეს, რაც გინდათ ის მითხარით. მიყავთ თამაში პირდაპირი რეჟიმით, არავითარი "ლექციების" წაყვანა და მაყურებლის გამოთიშვა ფეხბურთიდან.
semis
11 სექტემბერი 2021 12:06
0
პირიქით, მე ძალიან მომწონს მაგ ისტორიების მოსმენა, თუ გინდა ცოტა მეტი ინტელექტი გქონდეს კუნძივით კი არ უნდა მიაშტერდე ტელევიზორს და ტოტალიზატორის ბილეთს ჩაკირკიტებდე. ჯობია განათლებულ ადამიანს მოვუსმინო ვიდრე მკივანა კომენტატორებს.
Semi
11 სექტემბერი 2021 10:42
1
ყველა გამოხმაურება
ფულის გიჟმა მესიმ 50 მილიონიანი ჯამაგირი არჩია მშობლიურ ბარსას.ლაპორტა რა შუაშია.რაც შეეხება გოლებს სწორედ ბოლივიასთან,ეიბართან და სუსტ გუნდებთან არის მაგარი.აბა ბავარიასთან 2-8ს აგებს.ხოლო რონალდოს მარტო ნაკრებში მესიზე 40 ბურთით მეტი აქვს გატანილი.ვის ადრებთ მფრინავს.
ვა რა დონეა
10 სექტემბერი 2021 15:38
48
შენმა მზემ, შენი როლანდო სულ უფასოდ გადადის, გუნდიდან გუნდში არა? სანამ რამეს დაწერ, დაფიქრდი და ისე წერე და იკითხე.
ვა რა დონეას
11 სექტემბერი 2021 12:10
0
ხელოსანთან რომ მიუტანო მოწყობილობა, რითაც უყურებ ფეხბურთს არ გიცდია ჯერ? :)
Gio
10 სექტემბერი 2021 17:07
0
ყველა გამოხმაურება
აი მესიმ რომ პირველი გოლი გაიტანა ეგეთი რონალდომ ბოლოს როდის შეაგდო გამახსენეთ. ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელია.
semi
10 სექტემბერი 2021 15:07
3
ხარ არგენტინის ქომაგი თუ არ ხარ და სხვას გულშემატკივრობ მაინც რამხელა სიამოვნებაა ამ კაცის თამაშის ყურება. მარტო გოლებზე არ ვლაპარაკობ. გოლი თუ არ გააქვს მაშინაც ისეთ რამეებს აკეთებს ხვდები რა დიდებული თამაში აჩუქა მსოფლიოს ინგლისმა.
არტ
10 სექტემბერი 2021 12:30
4
ვიზე იძახი? გვარი დაწერე.
არტს
10 სექტემბერი 2021 13:12
8
მაგრად, ჟინით და მონდომებით ითამაშა ლეომ, ყოჩაღ! აი ასეთი ლეგენდა და სუპერ ფეხბურთელი "გაუშვა" ლაპორტამ. მესის ეს, რომ აკადრეს, სხვა ფეხბურთელებს დაინდობს, "მომღიმარი გაიძვერა"?
!!!
10 სექტემბერი 2021 12:13
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული