"რუს ჟურნალისტს ფსიქიკასთან პრობლემა აქვს" - პოლონელის რეაქცია წყევლაზე

AutoSharing Option
გუშინ Матч ТВ-ის წამყვანმა ანტონ ანისიმოვმა გადაცემა Есть тема-ს ეთერში პოლონელებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობა უსურვა: "მინდა პირადად და არა არხის სახელით ვთქვა, კონკრეტულად ჩემი სახელით. პოლონეთის ნაკრებს და მათ შორის, ლევანდოვსკის, კატარში უდიდეს მარცხს ვუსურვებ. ბიჭებო, "წარმატება" თქვენ, თქვენ საზიზღარი ქმნილებები ხართ".

ამაზე რეაგირება პოლონეთის ნაკრების პრესატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ მოახდინა. "არ მინდა იმ ხალხის გამონათქვამზე გავაკეთო კომენტარი, რომლებსაც ფსიქიკასთან პრობლემა აქვთ", - განუცხადა კვიატკოვსკიმ Metaratings.ru-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული