რუსები 70 მილიონ დოლარს კარგავენ? - ფიფამ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ გამოყოფილი თანხის გადახდა შეაჩერა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირის განვითარების დირექტორის, მაქსიმ მიტროფანოვის თქმით, ფიფამ რუსეთს FIFA Legacy-ს პროგრამიდან გამოყოფილი თანხის გადახდა შეუჩერა. 

FIFA Legacy არის პროგრამა, რომლითაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ფულს გამოჰყოფს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რეგიონის ფეხბურთის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის. მოგეხსენებათ, რუსეთმა 2018 წელს მუნდიალს უმასპინძლა და ამ პროექტში სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო.

მიტროფანოვმა თქვა, რომ ჯამში მათი ქვეყნისთვის 100 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. აქედან თანხის 30% უკვე გადახდილია, დანარჩენის ფულის გადახდაზე კი ჯერჯერობით ფიფა უარს აცხადებს. 

მიტროფანოვმა ასევე განმარტა, რომ ამ თანხის
გადახდა ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მისთვის გაუქმების სტატუსი არ მიუნიჭებია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შეჩერება, გააუქმეთ ახლავე! ოე, ფიფა! ეს კორუმპირებულების ჯგრო!
ქუთაისელი
18:28 20-04-2022
3

სიახლეები პოპულარული