უელსმა უკრაინას იარმოლენკოს ავტოგოლით სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსმა საკუთარ მოედანზე უკრაინა 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, შეტევებით დაიწყო, თავიდან უპირატესობას ვერც ერთი ვერ ფლობდა, აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თუმცა უფრო სახიფათონი სტუმრები იყვნენ და მეკარე ჰენესის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. მასპინძლები კი რიკოშეტით დაწინაურდნენ, როდესაც საჯარიმოდან ბეილის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იარმოლენკომ ჩაჭრა. 41-ე წუთზე ალენმა საჯარიმოში იარმოლენკო წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

შესვენების შემდეგ უკრაინელები ინიციატივას დაეუფლენ, იერიშზე გადავიდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას
კი რამზიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ დამატებაზე ცარიელ კარში გატანა იარმოლენკომ ვერ მოახერხა. პეტრაკოვის შეგირდებს შუა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ, უელსელებმა კიდევ ორი მომენტი შექმნეს - ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, მეორეჯერ კი ჯონსონს გატანა ბუშანმა არ დაანება. ბოლოს უკრაინელები შტურმზე გადავიდნენ, დოვბიკის თავით დარტყმული ბურთი ჰენესიმ მოიგერია, უელსმა გაიმარჯვა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“. 33 280 მაყურებელი
უელსი - უკრაინა 1:0
გოლი: იარმოლენკო (34 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველასთვის ასე ჯობდა
უნგრეთუმე
23:29 05-06-2022
15
არ არის ეს ღირსეული საქციელი, გაიხსენეთ რა გააკეტა თბილისის დინამომ ტაშკენტში ფახთაქორის ფეხბურთელები ახალი დაღუპულები რომ იყვნენ თვითმფრინავში დღეს მთელი უკრაინა იბომბება ხოცავენ აწამებენ ხალხს სადისტურად მაგრამ ქართველის გარდა ეგეთი ღირსება და შეგნება არა აქვს ამ უელსელებს და ამ მაკაკა ბეილს ეხლა მოგინდა გატანა შენი გოლფისტი დ*** შ ********
Qartveli
00:29 06-06-2022
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული