უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

AutoSharing Option
საფეხბურთო ექსპერტმა ვიქტორ ლეონენკომ Sport-express.ua-სთან ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების ალბანეთთან მატჩის მოლოდინზე ისაუბრა:

"ალბანეთთან მხოლოდ მოგება გვჭირდება. მხოლოდ შემთხვევით თუ გავიმარჯვებთ. კანონზომიერად ამხანაგურ შეხვედრაში მხოლოდ მოლდოვა დავამარცხეთ. ისე კი გაძევებები, ცუდად შესრულებული პენალტები, შემთხვევითი გოლები და მსგავსი შემთხვევები გვეხმარება.

მინდა, თუნდაც 1:0 მოვიგოთ. შესაძლოა, ბურთი მეტოქის კარში სტანდარტულიდან შეფრინდება, ან მიშკა 70 მეტრს გაირბენს და შემთხვევით ვიღაცას ფეხში მოარტყამს. რომც გავიმარჯვოთ, რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში? აქ ვწვალობთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არ არიან.

რამდენიმე სიტვა ფეხბურთელებს? ბიჭებო, უფრო თამამები
იყავით და შესაძლოა, ყველაფერი გამოვიდეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ გერმანია ესპანეთს და გრანდებს არ ვჯობივართ, თქვენი ლოგიკით ც ან დ ლიგაში გავავრდეთ ხო? როცა არც ფეხბურთი გიყვართ და არც იცით ნუ აკომენტარებთ, პირიქით უნდა ავიდეთ ა დივიზიონში და ხშირად ვეთამაშოთ დიდ გუნდებს ჯობია, რო უფრო გავიზარდოთ და სულ იმ შეცდომებზე იმუშაოს მწვრთნელმა, როცა დიდებთან ჯახს მიეჩვევი, სულ სხვა კლას იძენ და მარტივად ამარცხებ მერე თუნდაც ამნაირ უკრაინას და ალბანეთს
გოგა
14:44 19-11-2024
2
"რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?"ამით იწყებს და მერე მოუწოდებს:-"ბიჭებო,უფრო თამამები იყავით და შესაძლოა ყველაფერი გამოვიდეს".ერთმანეთს ეწინააღმდეგება და რატომღაც მგონია,რომ კონტექსტი დაკარგულია.ძლიერ მეტოქეებთან დამარცხებაც ნაკლებად მტკივნეულია და ამ დამარცხებით,ბევრი რამის სწავლაც შეიძლება.ასე რომ ელიტურ დივიზიონში გადასვლა,ყოველთვის სასარგებლოა.იქ გადასვლა იმას ნიშნავს,რომ შენი ნაკრები გაიზარდა და შენი ფეხბურთელები,კიდევ უფრო დიდი ინტერესის ობიექტები ხდებიან,ტოპკლუბებიდან.ძლიერ კლუბში,ფეხბურთელიც იზრდება და მისი შემოსავალიც,მის კვალდაკვალ,სხვა ფეხბურთელებსაც ინტერესით უყურებენ და მათი შანსებიც იზრდება.ეს ყველაფერი კი,მთლიანად ქვეყნის ფეხბურთს აძლევს კიდევ უფრო დაწინაურების საშუალებას.
სოსო
11:24 19-11-2024
1

სიახლეები პოპულარული