იტალია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც ითამაშებს? - "სკუადრა აძურას" კარგი შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ტუნისის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ, მისი ადგილი კი იტალიის ნაკრებმა დაიკავოს.

საქმე იმაშია, რომ ფიფას წესებით, მთავრობას არ აქვს უფლება ქვეყნის საფეხბურთო საქმეებში ჩაერიოს, ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა კამელ დეგუიშამ კი ერთ-ერთი გამოსვლისას მიანიშნა, რომ მას შეუძლია ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის დაშლა. 

Le Parisien წერს, რომ თუ ფიფამ მუნდიალიდან ტუნისელები მართლაც მოკვეთა, ასეთ შემთხვევაში მის ადგილს იტალია დაიკავებს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასულ ნაკრებებს შორის ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებს მიიღებს
ამ საკითხზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო.
მკითხველის კომენტარები / 24 /
არ უნდა ჭირდებოდეს ესეთი გასვლა იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს არ მოხდება არარსებობს ეს უბრალოდ ხალხის გასაშტერებლად ავრცელებენ ორი კვირა დარჩა არა მგონია ესეთი რამე მოხდეს რა თქმა უნდა იტალიას ეყრება ჯობია ტუნისის ნაკრების ყურებას
კაკაო
08:57 07-11-2022
0
ვისაც ხოგადად ფეხბურთი უყვარს, იტალიის ხილვა ყველას უნდა გაუხარდეს მსოფლიოზე. ფორცა იტალია))
პ.ს. ინგლისის ნაკრებს და მის გულშემატკივრებს რომ არ გაუხარდება ეს მესმის:D:D
შოთა
13:01 31-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული