ნიდერლანდებმა მეკარის შეცდომებით ისარგებლა და სენეგალი დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, ნიდერლანდების ნაკრებმა სენეგალს 2:0 სძლია.

მატჩი დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. სენეგალი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა და ნიდერლანდელთა გუნდის მწვრთნელმა ვან გაალმა შეტევის გასაძლიერებლად 63-ე წუთზე შეცვლაზე დეპაი შეუშვა, რომელსაც ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ აფრიკული გუნდის მეკარე მენდის დაშვებული შეცდომებით გაკპომ და კლასენმა ისარგებლეს და თავიანთ გუნდს გამარჯვება მოუპოვეს.

მას შემდეგ, რაც ვან გაალი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა, ნიდერლანდები დაუმარცხებელია - 16 მატჩიდან 12 მოგება და 4 ფრე.

ამ
ჯგუფში 3-3 ქულით ლიდერები ეკვადორი და ნიდერლანდები არიან. 25 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება: სენეგალი კატარს, ნიდერლანდები კი ეკვადორს დაუპირისპირდება.

დოჰა, „ალ ტუმამა“. 41 721 მაყურებელი

სენეგალი - ნიდერლანდები 0:2
გოლები: გაკპო (85), 0:2 კლასენი (90+9)

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაუყენე ამათ 1974 წლის ჰოლანდია--დაახევენ ბურთს თავზე.რა გუნდი იყო,სასწაული რაღაც.თან მაშინ პიტ კაიზერმა უარი თქვა ნაკრებში თამაშზე,მწვრთნელთან უთანხმოების გამო.მაგიც რო დამატოდა,აუუუუუ...(კრუიფს არაფრით არ ჩამოუვარდებოდაო,იძახოდნენ)
კახა ქ.
22 ნოემბერი 2022 03:57
0
რა ქნან.ნორმალური ვარსკვლავთან მიახლოებული შემტევი ფეხბურთელი არ ყავთ.კი დაცვა ძლიერია,მაგრამ როცა მთავარი შემტევი დეპაი გყავს,ლამაზად და ადვილად ვერ მოიგებ მსოფლიო ჩემპიონატზე.ვინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე ჰოლანდიას შემტევი ფეხბურთელების მწვავე დეფიციტი დაუდგებოდა,მცველები კი თავზე საყრელად ეყოლებოდა.პარადოქსია.
Master
22 ნოემბერი 2022 03:29
0
ლეგენდარულ კრუიფსასევე არ მოსწონდა ისეთი ჰოლანდია, რომელიც სხვის შეცდომებზე ხეირობდა და თვითონ ვერ ქმნიდა რაიმე ღირებულს!
ლაშა
21 ნოემბერი 2022 22:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული