ნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი 2:1 დაამარცხა.

დებიუტში ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდნენ, შემდეგ თურქეთმა, რომელსაც ჩალჰანოღლუ დაუბრუნდა და დისკვალიფიცირებული დემირალი ვერ დაეხმარა, შეუტია და აკაიდინმა თავურით დააწინაურა. მას გადაცემა გიულერმა გაუკეთა. მონტელას გუნდი შესვენების შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, ჯერ საჯარიმოდან გიულერმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე კი თავისი გუნდი მეკარე ვერბრიუგენმა გადაარჩინა. ნიდერლანდებმა იერიშებით უპასუხეს, გიუნოკის კარი დე ვრეიმ დალაშქრა, ხოლო გაკპოსთან ბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში მიულდურმა ჩაჭრა. ბოლოს თურქები შტურმზე გადავიდნენ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.

ნიდერლანდები 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2
-ფინალში - 10 ივლისს ინგლისს შეხვდება.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 70 091 მაყურებელი
ნიდერლანდები - თურქეთი 2:1
გოლები: 0:1 აკაიდინი (35), 1:1 დე ვრეი (70), 2:1 მიულდური (76, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესპანელები უვარგისები არიან ადამიანურად არაფერს იმსახურებენ
ნუგზარი
19:30 07-07-2024
7
ვინც ლამაზ ფებურთს თამაშობს ის იმსახურებს!!
holandia
12:04 07-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული