მსოფლიო ჩემპიონმა მუნდიალი ომახიანად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში, საფრანგეთმა ავსტრალია 4:1 დაამარცხა.

დებიუტი, ცოტა არ იყოს და, მოულოდნელი გამოვიდა: ავსტრალიელებმა ფრანგების პირველი შეტევები მოიგერიეს და ლეკიმ ლორისი დაამწუხრა. თან ლუკა ერნანდესმა ტრავმა მიიღო და მისმა ძმამ, თეომ შეცვალა. მალე მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც შორიდან დიუკმა ოდნავ ააცილა მიზანს. სამაგიეროდ, მიზანს რაბიომ უწია და თავურით ანგარიში გაათანაბრა. მერე ჟირუმ დალაშქრა რაიანის კარი და ევროპელები დააწინაურა. მოკლედ, თქვენი მოწონებული ფეხბურთი წავიდა - მბაპემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ირვაინმა ბურთი
ლორისის კარის ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ ჟირუმ ულამაზესი „მაკრატელათი“ სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა. საფრანგეთის ნაკრები უპირატესობას ფლობდა და მბაპეს 68-ე წუთზე გატანილი გოლი ლოგიკური გახლდათ. ცოტა ხანში ჟირუმ დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრებში გოლების რაოდენობით (51) ანრის რეკორდი გაიმეორა. საფრანგეთმა მოწინააღმდეგე დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ამ ჯგუფში მეორე ტური 26 ნოემბერს ჩატარდება: საფრანგეთი დანიას, ხოლო ავსტრალია ტუნისს დაუპირისპირდება.

ალ ვაკრა. „ალ იანუბი“. 40 875 მაყურებელი

საფრანგეთი - ავსტრალია 4:1
გოლები: 0:1 ლეკი (10), 1:1 რაბიო (27), 2:1 ჟირუ (32), 3:1 მბაპე (68), 4:1 ჟირუ (72)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინცდამაინც არც საფრანგეთს ეტყობა, რომ ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტა...
ლაშა
09:59 23-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული