ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, იაპონიამ გერმანიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მიერ მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა და ამდენი შანსის ხელიდან გაშვების გამო დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი (ორივე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელია). გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, გორეცკამ მიზანს ვერ უწია და იაპონიამ
სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთი და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი, „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 42 608 მაყურებელი
გერმანია - იაპონია 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ეჰ ნოიერ, დაბერდი და ვერ ხვდებიან
***
24 ნოემბერი 2022 14:40
1
პირზე ხელის აფარებას,უკან აეფარებინათ არ ჯობდა? ვენაცვალე იაპონიას:))
gurulo
24 ნოემბერი 2022 09:52
1
ნოიერს არ გააკეთებინეს ლჯბტ სამკლაური და ამით მორალურად ჩატეხეს. რას გავს ეს?
გიგი
24 ნოემბერი 2022 04:24
3
კომენტარებში გეებზე დაკაცების მსურველთა სიმრავლეა :( რონალდუს ფანი რამდენი ხართ?
ვანდა ჯიქია
24 ნოემბერი 2022 02:11
4
ვანდა, რონალდოს ფანი კვარაა!
ლაშა
24 ნოემბერი 2022 15:12
0
ჩემი აზრით ამ ჯგუფში გერმანია მოუგებს ესპანეთს, კოსტა რიკას, მერე ესპანეთი იაპონიას, იაპონია კოსტა რიკას სამივე აგრობს 6 ქულას და გადაწვეტს ბურთები ყველაფერს.
რრრ
24 ნოემბერი 2022 00:13
4
ამ ფორმაციის გერმანელებმა თუ მოგვიგეს, მკლავზე კი არა, შუბლზე წავიკრავთ ცისარტყელას სრულიად ესპანეთი.
ესპანელი
24 ნოემბერი 2022 00:33
4
ბუნდესტაგი დაეცა ლგბტს ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად გერმანიას ნოიერის თამადობით...
igi
23 ნოემბერი 2022 22:32
10
მკრეხელობაა თქვენი ნათქვამი. ქრისტე შემწყნარენლობას და სიკეთეს ქადაგებდა და არა სიავეს და დევნა-ჩაგვრას. ადამიანის ღირსება და სიძლიერე სხვის გინებაში და დამცირებაში არასოდეს ყოფილა.
გიორგობას ვულოცავ მთელს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფ ყველა ქართველს!
გიორგი
24 ნოემბერი 2022 01:49
6
ტოტალიზატორებზე დაბოღმილთა საყურადღებოდ - გაიგეთ, რომ ნაკრების თამაშების გაყიდვა უამრავი ნიუანსის გამო არ და ვერ ხდება!!! ასე რომ იყოს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჟონავდა ინფორმაცია და ასეთი კი ჯერ არ მომხდარა, განსხვავებით საკლუბო თამაშებისა... ყველაზე სკანდალური მატჩის მაგალითად მოჰყავთ 1978-ში არგენტინა - პერუ 6:0, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იქ იყო აბსოლუტურად უმოტივაციო პერუს ნაკრები და ზემოტივირებული მასპინძელი არგენტინა ... ზოგმა არგენტინას ფინალის ყიდვაც კი დააბრალა, არადა ჰოლანდიელებმა ძირითადი დროის ბოლო წუთზე ძელს გაარტყეს და გარანტირებული ჩემპიონის ტიტული დაკარგეს... ჩემი რჩევა იქნება, ნუ ფადებთ ფსონებს პირდაპირ შედეგებზე ან საერთოდაც ნუ ითამაშებთ, ასე უფრო ჩაატანთ გემოს ფეხბურთს და იმ ზეიმს, რასაც მუნდიალის ყურება ჰქვია...
ვოოტ
23 ნოემბერი 2022 21:37
5
ბრავო, ვოოტ!
მშვენიერი კომენტარია!
ILIA
23 ნოემბერი 2022 22:22
0
სავარაუდოდ გერმანელებმა ბევრი იცინეს არგენტინელებზე
კაკო
23 ნოემბერი 2022 21:04
2
ფიზიკურად გამორიცხულია... გერმანელები არ იცინიან, გერმანელები ჭიხვინებენ..
დდდ
23 ნოემბერი 2022 21:44
4
გერმანია ყველაზე საცოდავად გამოიყურება , თუ ფავორიტი ჰქვია საერთოდ. 99,% ჯგუფში დარჩება წინა ჩემპიონატივით. ეს გუნდი მექსიკის კი არა, საერთოდ არვის მომგებიც არ არის. ნოიერის იმედზეა მარტო
: )))))))
23 ნოემბერი 2022 20:55
7
ეტყობა იმის მერე სამჯერ გაჩემპიონებული გერმანია არ გინახავთ
: )))))))
23 ნოემბერი 2022 23:34
2
კი, ნოიერის იმედი ნუ მოუშალოთ ღმერთმა, რამდენს მეტს შეუგდებენ მით მეტად ესიამოვნება! )))
ძალიან გამეხარდა იაპონიის გამარჯვება! ეს გერმანია არ არია! გერმანია იყო მანფრედ კალცი, ული შტილიკე, კაიზერ ფრანცი (ბეკენბაუერი), გიუნტერ ნეტცერი, გერდ მიულერი, რუმენიგე... ესენი? ესენი ის ხალხია სამკლავური რომ სჭირდებათ!
Naturali Guruli
23 ნოემბერი 2022 21:46
6
გამოდის ესპანეთი ან გერმანია უეჭველი რჩება ჯგუფში გერმანიამ თუ მოუგო ესპანეთს გავა თუ ესპანეთმა არ წაააგო ჩარჩა გერმანია რადგან იაპონია მოუგებს კოსტარიკას
Soso
23 ნოემბერი 2022 20:48
2
გუშინდელის შემდეგ გერმანია ჯგუფიდან გამსვლელს აშკარად არ ჰგავს, მითუმეტეს ესპანეთის მომგებს. საკითხავი უფრო იაპონიის და ესპანეთის შედეგია.
:D
24 ნოემბერი 2022 08:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული