ესპანეთმა კოსტა-რიკა არ დაინდო და გერმანიასთან დიდი ბრძოლა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ესპანეთმა კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო, რაც ანგარიშში პირველივე ტაიმში აისახა - 3:0 და მეორე ტაიმი გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებადღა იქცა. საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია გავის ულამაზესი გოლი - ის ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ამ ჯგუფში მეორე ტური 27 ნოემბერს ჩატარდება: „ფურია როხა“ დღეს დამარცხებულ გერმანიას შეხვდება და დიდი ბრძოლა გაიმართება. იმავე დღეს ერთმანეთს აგრეთვე იაპონია და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. „ალ ტუმამა“. 40
013 მაყურებელი

ესპანეთი - კოსტა-რიკა 7:0
გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ფერან ტორესი (31, პენ), 4:0 ფერან ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ფავორიტად არ ითვლებიან ისაა რომ ლიდერები ან ძალიან პატარები არიან ან პირიქით ბებრები. ბუსკეტსი და ალბა რომ 2 წლით პატარები იყვნენ და პედრი და გავი პირიქით 2ით დიდი...
მინდია
24 ნოემბერი 2022 03:32
0
კოსტა-რიკის დედაც ვატირე ეგ მკიდია….მე იმ ექსპერტების და ურაოპტიმისტების აზრი მაინტერესებს …ოოო ეგ ესპანეთი არაა უკვე ის ესპანეთი მაგათთანაც თამაში შეიძლებაოო…კი თამაში შეიძლება გააჩნია რის მგონი უკეთესი რაგბი იქნებოდა …!!! არ დაიწყოთ ახლა სად ჩვენ და სად კოსტა-რიკაო
მდაა
24 ნოემბერი 2022 01:14
1
ერთი თამაშით განსჯა არასწორია
ესპანეთი ჯგუფში რომ ჩარჩეს მაგ შემთხვევაშიც ასეთი აღმატებული ხაზით ისაუბრებთ მასზე?
ქომაგი
24 ნოემბერი 2022 08:34
0
არაფერი ესპანელთა საწინააღმდეგო არა მაქ, მარა ვერ ვიხსენებ გუნდს, ვინც მეორე გუნდს ასე უმოწყალოდ გადაუარა და მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კი ერთადერთი შემთხვევა იყო არგენტინა პერუ 1978 წელი მაგრამ იქ არგენტინას სჭირდებოდა ეგეთი მოგება 6 თუ 7 ბურთით რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადიოდნენ ბრაზილია გადიოდა.
ეეე
23 ნოემბერი 2022 23:55
4
კოსტა რიკამ კონკაკაფის ზონაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ასეთი სუსტი გუნდი წესით არ უნდა გადიოდეს მსოფლიოზე! ამ გუნდზე ბევრად ძლიერი მგონია აშშ, კანადა და მექსიკა, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ესპანეთია კარგ ფორმაში...
ლაშა
23 ნოემბერი 2022 23:32
1
არ დაინდო თავის ყოფილი კოლონია. რა უსინდისობაა
მეგრელი
23 ნოემბერი 2022 22:37
1
დაისჯება ასეთი დაუნდობლობისთვის ესპანეთი.
ეეე
23 ნოემბერი 2022 22:19
8
Იტალიასთან ევროპაზე წაგებული თამაშის მერე ვთქვი რომ ესპანეთი მსოფლიოს მოიგებდა და ისევ იმ აზრზე ვარ
Ტტტ
23 ნოემბერი 2022 23:19
2
ცოსტა-რიკა ესპანეთის დონის საზომად შეიძლება არ არის იდეალური მაგალითი , თუმცა ესპანეთმა მართლაც რომ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა . ბრავო ენრიკეს და ყველა ესპანელ ფეხბურთელს , რომლებმაც უდიდესი მოტივაციით ითამაშეს მთელი შეხვედრა და დააფასეს სტადიონზე მისული მაყურებელი და გაახსენეს დანარჩენ მონაწილეებს , რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მხოლოდ ცხრილის ყურება არ მოიტანს შედეგს , ცოტა შოუს ელემენტებიც საჭიროა. იმედია იმავე შემართებით მიწასთან გაასწორებთ მეორად გერმანულ მანქანას , რომელიც არაგერმანული ნაწილებით არის აწყობილი და იმიტომაც დარახრახებს.
ATP 16
23 ნოემბერი 2022 22:14
0
ეგრეა! ასევე, ესპანეთმა არ გააჟღერა ლგბტ სასირცხვილო თემა და ამითაც სამაგალითოა...
ლაშა
23 ნოემბერი 2022 23:21
0
ვივა ესპანია!
Lasha
23 ნოემბერი 2022 22:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული