გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრები სენსაციურად იაპონიასთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრას გერმანიის შსს მინისტრი ნენსი ფეიზერი დაესწრო, რომელიც ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა.

მოგეხსენებათ, ნაკრებების კაპიტნები მუნდიალის მატჩებში ამ სამკლავურით გამოსვლას აპირებდნენ, თუმცა ფიფა სპორტული სანქციებით დაიმუქრა. 

ინფანტინოს მოღვაწეობით აღშფოთებულია "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფიფას ბოსი ფეხბურთს კატასტროფისკენ მიაქანებს:

"ჩვენი საფეხბურთო კავშირი დაგვპირდა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი OneLove სამკლავურით გამოვიდოდა, რაც არ გააკეთეს, რადგან გამბედაობა არ ეყოთ.

ეს აუცილებელი იყო...
რატომ? - ჯანი ინფანტინო საშინელი კატასტროფაა მსოფლიო ფეხბურთისთვის", - ამბობს ჰიონესი. 

როგორც იცით, ჰანსი ფლიკის გუნდის ფეხბურთელებმა იაპონიასთან მატჩის წინ საერთო ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აიფარეს.

ეს იყო გზავნილი Fifa-სადმი One Love-ის კაპიტნის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაზე.

Sky News-ის ჟურნალისტის, რობ ჰარისის ინფორმაციით, ფიფა გერმანიის ნაკრების დასჯას არ აპირებს.

altიაპონელმა ფანებმა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნები დაასუფთავეს

altდაისჯება თუ არა გერმანია - იაპონიასთან მომხდარ მატჩისწინა ქმედებაზე ფიფას გადაწყვეტილება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამიტომაც წააგო გერმანიამ სამკლაურით რო გამოიჭიმა ქალბატონი მინისტრი
მამუკა
26 ნოემბერი 2022 08:38
3
მრავალეთნიკურობა ამართლებს ისეთ ნაკრებში როგორიცაა საფრანგეთი და ინგლისი.მრავალეთნიკურობა არ ამართლებს გერმანიის ნაკრებში,ეს ხომ აშკარაა.წინა ჩემპიონატზე კორეასთან წააგეს,ახლა იაპონიასთან.ოთხი წლის შემდეგ ვინ დგას რიგში?..ირანი?
გიუშა
25 ნოემბერი 2022 03:21
2
იმენა ყველა როგორ უძვრებაა ამ ავადმყოფებს!!! დიდი იმედი მაქვს ესპანეთიც დაადებს და ჯგუფში ჩარჩება გერმანია. მერე გაიჯეთონ ერთ ადგილას ის სამკლაური და ისე ირბინონ!
მურთო
24 ნოემბერი 2022 22:13
7
გეებთან რო არიან შეეკრულები ამიტომ ვეღარ გაცდნენ ჯგუფს ზედიზედ მეორედ
ნიკო
24 ნოემბერი 2022 17:49
8
ლჯბტ რა მხარდაჭერა ჭირდებათ, მათ მეტი უფლებები აქვთ დანარჩენზე. ნებისმიერი კონფლიქტის ან სამუშაოზე მიღების დროს მათ აქვთ უპირატესობა
გიგი
24 ნოემბერი 2022 17:14
4
გერმანელები ესპაელებეთან მატჩის შემდეგ ატეხენ რაღაც ისეთს. დროც საკმაოდ ექნებათ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ. ეცდებიან გადაფარონ თავიაანთი ქათმობა.
G.LA
24 ნოემბერი 2022 17:12
5
აკრძალვა თუ აღმაშფოთებელია, დაძალება რატომ არ არის აღმაშფოთებელი? მაშინ ნებაყოფლობითი უნდა იყოს: ვისაც ენდომება, გაიკეთებს, ვისაც არა და ნორმალური სამკლავურით გავა მოედანზე.
ზურა
24 ნოემბერი 2022 16:59
2
დასცხა, გაიხადა და საკუთარი თავი ორივემ წარმოაჩინა
levanoza
24 ნოემბერი 2022 16:05
2
რუსები ამათთან შედარებით ანგელოზები არიან.
odala
24 ნოემბერი 2022 15:36
38
სადამდე დაეცა ევროპა
დიტო
24 ნოემბერი 2022 14:42
10

სიახლეები პოპულარული