როგორ დამარცხდა არგენტინა - ნახეთ, რა ხდებოდა შესვენებაზე საუდის არაბეთის გასახდელში და რა უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ნაკრების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, თუ რა ხდებოდა მათი გუნდის გასახდელში არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე.

ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა ჰერვ რენარდმა მიმართა, რომელმაც თქვა:

"მესი იღებს ბურთს მოედნის ცენტრში, თქვენ კი დგახართ და უყურებთ! აიღეთ კიდევ რამდენიმე ტელეფონი, რათა მასთან ფოტო გადაიღოთ!

არ გრძნობთ, რომ მოგება შეგვიძლია?! არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ! ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატია! გადით მოედანზე და ყველაფერი გაიღეთ", - ამბობს რენარდი.

დამრიგებლის ამ სამოტივაციო სიტყვებმა აშკარად გაამართლა, რადგან საუდის არაბეთმა არგენტინას თამაში უმალ შემოუტრიალა და 2:1
იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
და რა უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს?
ჩვენც გაგვანათლეთ, ვინც ფრანგული და არაბული არ ვიცით.
იოსებ
30 ნოემბერი 2022 17:19
0
საქართველოს ნაკრებს უნდა ესეთი მოტივატორი რომ თუ ვერ მოუგებ მაროკოსნაირ გუნდს იქნებ ერთი გოლი მაინც გაუტანო ჰააააა
არა?!
28 ნოემბერი 2022 21:18
0
იმენაა შოუა რა...ბაბუაჩემის თოფივით წელიწადაში ერთხელ გეისროლეს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო
ვასილა
26 ნოემბერი 2022 08:35
2
სასწაული მიმართვა იყო...დამბურძგლა..
ბუჯანგა
25 ნოემბერი 2022 19:08
2
რა ხდება, კინოა? რამდენი კამერა იღებს? ;)
ვვვ
25 ნოემბერი 2022 15:41
3
არგენტინა მაინც გავა მომდევნო თამაშებს არაბები წააგებენ
კოკა
25 ნოემბერი 2022 15:34
6
ა კაცი
ნერაძური
25 ნოემბერი 2022 13:18
2
უცნაური მოსასმენია თარჯიმანით, ეს იმას ჰგავს შეშა არ არის ...
:-)
25 ნოემბერი 2022 13:06
4
პირიქით მაგარი თარჯიმანია, იგივე ემოციებით გადასცემს
Emre
25 ნოემბერი 2022 15:42
0
საუდის არაბეთი არგენტინას,რომ მოუგებს ე.ი. ფეხბურთის საქმე ცუდად არის.ან დიდი ფული აიღეს.
ტოტო
25 ნოემბერი 2022 12:13
23
ტოტოს! შენა ფულის და ტოტალიზატორის გარდა ვერაფერს ხედავ გეტყობა !
დავით 67
29 ნოემბერი 2022 04:12
0
ესუბრალოდ იმას ნიშნავს რომ 1. ფეხბურთში ყველფერი ხდება 2. თავის დაზოგვა და შემდეგ თამაშებზე ფიქრი იმას იწვევს რაც მოხდა.
3. არაფერი მომხდარა ისეთი რაც ადრე არ ყოფილა - მსოფლიოზე იტალიასაც წაუგია ჩრდილო კორეასთან და საფრანგეთს სენეგალთან. მერეც მოხდება ეგეთები. და ფეხბურთი მაგით არ მომკვდარა და არც მერე მოკვდება.
ტოტოს
25 ნოემბერი 2022 16:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული