ფიფამ დაასკვნა - რონალდოს გოლი არ გაუტანია

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან მოგებულ მატჩში (2:0) პორტუგალიელთა პირველი გოლი ჯერ რონალდოს ჩაუთვალეს, თუმცა შემდეგ შესწორება იქნა შეტანილი და გოლის ავტორად ბრუნო ფერნანდეში გამოაცხადეს.

პორტუგალიელები მიიჩნევენ, რომ ურუგვაელთა კარი რონალდომ დალაშქრა და შეცდომის გასწორებას მოითხოვენ.

ESPN ფიფაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გოლის მომენტში კრიშტიანო ბურთს არ შეხებია. ეს "ადიდასის" ბურთზე სპეციალურმა სენსორმა დააფიქსირა.

თავად რონალდო კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ გოლი მან გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აი ძაან მაგარი ფეხბურთელია მაგრამ ესეთი ქცევების გამო არის მესი ჩემთ ის უკეთესი 2 დღეა ტიპი იმაზე დაობს გოლი მაგამ გაიტანა თუ სხვამ( როცა მართლა არ შეხებია)კაპიტანი ხარ გამოდი რა თქვიი რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანა მთავარია მოვიგეთოო არააა ექსპერტიზებს ითხოვს
1
აბა ჰე აურიე სიტუაცია, როგორც გჩვევია! ყოფილ კლუბებში ხომ აურ-დაურიე და გამოგაბუნძულეს და ეხლა მანდაც მოინდომე? უი შე მტირალა შენა?
mtiralas
18:49 29-11-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული