"უტიფარი! ახლა მოდაში რონალდოს "ღმერთის თმებია" - ამბობს სატონი

AutoSharing Option
"ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან მატჩში პირველი გოლი თავიდან პორტუგალიელთა ეროვნული გუნდის ფორვარდ რონალდოს ჩაუთვალეს, შემდეგ კი შეცდომა გაასწორეს და გოლის ავტორად ბრუნო ფერნანდეში მიიჩნიეს.

"დაივიწყეთ მარადონას "ღმერთის ხელი", ახლა მოდაში რონალდოს "ღმერთის თმებია". პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა ისეთი რეაგირება მოახდინა, თითქოს ბურთს თავით შეეხო. უტიფარი! რონალდოსთვის სამწუხაროდ, "ადიდასის" ბურთში სენსორია და დადასტურდა, რომ იმ მომენტში ბურთთან კავშირი არ ჰქონია.

დარწმუნებული ვარ, ის ფაქტი, რომ მესის "ადიდასთან" აქვს კონტრაქტი, რონალდოს კი
"ნაიკთან", შეთქმულების სასაცილო თეორიებს წარმოშობს. უნდა აღინიშნოს, რომ არა რონალდო, ფერნანდეშის ჩაწოდების შემდეგ ურუგვაელთა მეკარე სერხიო როჩეტი ბურთს დაეუფლებოდა. რონალდოს ნახტომი აუცილებელი იყო, მაგრამ არ იყო საჭირო გოლის მითვისება, რომელიც შენ არ გაგიტანია.

ჩემს კარიერაში ბევრი ჩაწოდება იყო. ყოველთვის იცი, შეეხე თუ არა ბურთს. თუნდაც, როდესაც შეხება მინიმალური იყო, მაგრამ ვერ გავიხსენებ შემთხვევას, როცა ერთხელ მაინც მეცადა თანაგუნდელის გოლი მიმეთვისებინა.

თუმცა, რამდენიც უნდა გაუგზავნოს მორგანს შეტყობინებები, რონალდო ამ გოლს ფიფასგან ვერ მიიღებს! როდესაც რონალდო ზეიმობდა, საქმე არა იმდენად გუნდში, არამედ პირადად მასში იყო. რონალდო - ეს მხოლოდ რონალდოს შესახებ", - განუცხადა სატონმა "დეილი მეილს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ ვიღაც წერს,ვისაც ფეხბურთი უთამაშიაო.ფეხბურთი კი არა ვისაც კი თმაზე შეეხები ამას ადვილად გრძნობს ადამიანი!
ლექსო
11:11 01-12-2022
0
რონალდო რომ არა, ეგ გოლი არ იარსებებდა
Რაგბის ფანი
07:34 01-12-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული