მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!
ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.
იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.
პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)
ჯერ ვთქვათ რეალურად თუ რომელ გუნდებს აქვთ შანსები:
1) ბრაზილია (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც თავის ძალას განსაკუთრებით 1/8 ფინალიდან აჩვენებს);
2) არგენტინა (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა);
3) საფრანგეთი (იმიტომ, რომ ყავს ძლიერი გუნდი და მზადაა მე-3 გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი);
4) პორტუგალია (იმიტომ რომ ჯერ არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა).
და მაინც ამ ოთხეულიადან ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უფრო კონკრეტულად ბრაზილია ან არგენტინა, და კიდევ უფრო კონკრეტულად ბრაზილია (******).
1)ბრაზილია-შეკრული გუნდია,ღრმა სკამი ყავს,ყველაზე კარგ ფეხბურთს აჩვენებს და კაი ხანია არ მოუგია მსოფლიო (ფიფას და ტოტალიზატორების ვალებიც გასტუმრებული აქვს და დაბავკა დღეს კამერუნს მისცემს თამაშს)
2)საფრანგეთი-უმაგრესი შემადგენლობა,ღრმა სკამი,კარგ ფეხბურთს თამაშობს და ფავორიტობას ამართლებს (ტუნისთან მარცხი უფრო აფრიკელების მიმართ გრევი,ფიფას და ტოტალიზატორების ვალის გასტუმრება იყო)
3)პორტუგალია-სასწაულად მაგარი შემადგენლობა+ბებერი კრისტინა,რომელსაც მსოფლიო არ მოუგია,ძაან დიდი მოტივაციაა მსოგლიოს მოსაგებად,თანაც მათგან არავინ ელის მსოფლიო ჩემპიონობას და ტოტალიზატორების ვალები იმ ევროპაზე გაისტუმრა 5 ფრე რო ითამაშა
4)არგენტინა-შემადგენლობა დიდი არაფერი მაგრამ მესის უნდა მსოფლიო,საკაიფოდ შეუბერეს ბოლოს ტოტალიზატორების ვალებიც საუდის არაბეთით გაისტუმრეს-მე ლიჩნად ამათ ვბალეშიკობ ლეოს პონტში
5)ესპანეთი-ბარსას სტილით მსოფლიოს ვერ დადებ,ანუ მძ.რი ყოველთვის არ აყვავდება, (ხავი,ინიესტას გარეშე ეს სქემა არ მუშაობს,ამის ნათელი მაგალითია სიტი,რომელიც სანამ გვარდიოლა იქნება ლიგას ვერ მოიგებს)იმედია მაროკო ივაჟკაცებს,არასასიამოვნო საყურებელია ბურთის ფლობა უაზროდ და უმიზნოდ,აგორავე ბურთი მარტო ფეხბურთი არაა
6)ინგლისი-მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება,მუდმივი ლუზერები,მწვრთნელი ამათ არ ყავთ და ტრადიციულად ისევ სუნს დააყენებენ
7)ჰოლანდია-საშინელ ფეხბურთს თამაშობს-მაგრამ არ დაგვავიწყდეს 3 ფინალი აქვთ წაგებული,ფიფამ ვალი არ დაუბრუნოს
8)ხორვატია-დიდი ვერაფერი,მაგრამ ამ ხალხს მოტივაცია არ სჭირდებათ,შეიძლება შეუძლებელი შეძლონ
9)სურპრიზები და მოლოდინები:მაროკო,სენეგალი,იაპონია,აშშ (იმედია განა და კამერუნიც გავლენ)
10)აუტსაიდერები პოლონეთი,ავსტრალია
ესპანეთმა სპეციალურად წაავო? არავინ იცის. შეიძლება მართლა აირჩია უფრო იოლი გზა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული თვითონ უმოტივაციოს ზემოტივირებულ იაპონიასთან მართლა წაეგო.
იაპონელების მეორე გოლს რაც შეეხება - ვერცერთი ჩვენგანი ვერ იტყვის წუსტად სამართლიანად ჩათვალეს თუ არა, რადგან წესების მიხედვით ბურთი შეიძლებება გადასული იყოს , მაგრამ თუ ერთი წერტილით მაინც ეხება ხაზს, გადასულად არ ითვლება.
რა შუაშია-გერმანიამ კარგად ვერ ითამაშა,ან იაპონია იმსახურებდა,ან ესპანეთმა თამაში მისცა,ან...გოლი არ იყო,ბურთმა აშკარად გადაკვეთა მოედნის ხაზი და მაინც ჩაუთვალეს(?!),
ასე იტალია-ჯგუფში ვერც შედეგს აჩვენებს,ვერც თამაშს (ძლივს გადის),მაგრამ მერე ათამაშდება და მსოფლიო ჩემპიონი ხდება(!).
აქ შთაბეჭდილება დარჩა-მე-2-ე ტაიმში რომ ესპანეთს არ უნდა მოეგო(ფრეზე მაინც ეთამაშა)და...
რაც შეეხება-ტოტალიზატორს,მოთამაშე- ესპანეთის მოგებაზე,ე.ი.დაბალ კვოტაზე-არ დებს,ევროპაში ზოგადად დაბალ კვოტებს-არ ეთამაშებიან (საქართველოსაგან განსხვავებით)
-საშუალო ფენა-100-დან-500 ევრომდე-მაღალ კვორტებზე დებენ,მაღალ კვოტებს ეთამაშებიან,პივას სვამენ,და თან შეიძლება,მინიმუმ- გა-3-გებული თანხით წავიდნენ (ხშირად 2,3 თამაშზე-მინიმუმ 3-ანი კვოტებით).
ალბათ ამ მსოფლიოზე-აზიის,ან აფრიკის ერთ-ერთი გუნდი ფინალში თუ არა-ნახევარფინალში უნდათ და...ფეხბურთი კიდევ უფრო მასშტაბური რომ გახდეს-ო(?!- ალბათ ერთ-ერთი მაროკო შეიძლება იყოს),
ზოგადად მე-8-ედ ფინალში აჩვენებენ გუნდები -რა ხარისხის ფეხბურთის თამაში შეუძლიათ,და ვნახავთ(!).
ამის მერე ასეთ ფეხბურთს როგორ უნდა უყურო,ან რა გულით უნდა უყურო?თფუი....
რაც შეეხება ესპანეთს და გერმანიას, ჩემი აღქმით მსოფლიო ჩემპიონი იაპონიასთან, ტუნისთან ან მით უარესი საუდ. არაბეთან არ უნდა აგებდეს. მსოფლიო ჩემპიონის მომგებია ესპანეთი, საფრანგეთიც და არგენტინაც, მაგრამ ასეთი ჩემპიონობის მწვერვალზე ნახვა არ მინდა. დღეს იმედია ბრაზილიელებიც არ იჯამბაზებენ, თორემ ეს ჩემპიონატი ყველაზე გქვეშა@ვია გუნდების შეკრება იქნება ისტორიაში.