ესპანეთი ცბიერი აღმოჩნდა - რამ მიიყვანა გერმანია აქამდე და რატომ ტოვებს VAR-ი შეკითხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ყველაზე დიდ დრამასთან ახლოს ვიყავით, როცა კატარიდან გამგზავრებასთან ახლოს ესპანეთი და გერმანია ერთად დადგნენ, საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, "ბუნდესნაკრებმა" ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა.

მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო წლებში კარგ ფორმაშია. ამ გუნდიდან ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, მათი მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკიც ქვეყნის მთავარ გუნდში მივიდა, თუმცა გერმანელები, რომლებიც 2014 წელს ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, ჯგუფში მეორედ ჩარჩნენ.

Sportall.Ge

სანამ ესპანეთთან თამაშს შევეხებით, რომლებიც იაპონიასთან დამარცხდნენ და ფინალამდე უკეთესი გზა ექნებათ, გერმანელებმა საკუთარ თავში ბევრი
რამ უნდა ეძებონ. მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთს განსხვავებული სტილის, ხელწერისა და ხასიათის გუნდები ხვდებოდნენ. გერმანიის ნაკრებმა თითქოს მტკიცე ნებისყოფა და ინდივიდუალურობა დაკარგა. არადა, საწყენია, იტალიის შემდეგ ისინიც რომ აღარ იქნებიან - ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი. არადა, გერმანელების ესპანეთთან დაპირისპირება საინტერესო იყო, კლასიც ჩანდა და შემართებაც. ეს თამაში თითქოს, გარდამტეხი უნდა გამომდგარიყო ფლიკის გუნდისთვის, თუმცა ისინი ადრე ასრულებენ. ჯამალ მუსიალას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო, 19 წლის ფეხბურთელი დიდი მომავლითაა, ახლა კი უკან ბრუნდება.

მენტალობა მენტალობად და ბუნდესგუნდში ნამდვილად აღარაა ის შემადგენლობა, რომელიც თუნდაც უახლოეს წარსულში გვახსოვს. მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს შემდეგ, მაღალი დონის ფორვარდს ვერ ვაწყდებით. ნახევარდაცვა განვიხილოთ - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი... ზოგადად, ფეხბურთის ფიგურების კრიზისი ძლიერდება, გერმანიის ნაკრებში კი ეს უფრო მეტად გამოჩნდა.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრები კი საკმაოდ ცბიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შედგენიდანვე ეს თემა აქტუალური იყო, რომ ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, მათი და ბრაზილიის გზები საკმაოდ ადრე (მეოთხედფინალში) უნდა გადაკვეთილიყო, მათ შორის საუკეთესო კი არგენტინელებზე გადიოდა. ამას ცუდ ფორმაში მყოფი, თუმცა რთულად დასამარცხებელი ხორვატიაც დაემატა და თითქოს, "ფურია როხამ" თავს უშველა - მაროკო, პორტუგალია, საფრანგეთი ან ინგლისი - სავარაუდო გზა ასეთი აირჩია. ხომ არ დაისჯება ლუის ენრიკეს გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო, ამას ვნახავთ.

გერმანელებმა იგრძნეს, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა რთულდებოდა და ჰქონდათ შანსი, ესპანელები თან გაეყოლებინათ, თუმცა ისინი მაინც იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში გათანაბრდებოდა, ანაც ბოლომდე "პატიოსნად" ითამაშეს. არადა, ისტორიას გერმანელთა მსგავსი შემთხვევები უფრო ახსოვს, როგორსაც ახლა ესპანელებს მიაწერენ - 1976, 1982 თუ 1986 წლებში. მათი ავსტრიასთან დაპირისპირება გარიგებულთა კატეგორიაში შეჰყავთ.

ესპანეთის ნაკრები გასაგებია, თუმცა იაპონელებს გოლი ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს. VAR-ის სისტემამ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება აგვარიდა, თუმცა არის საეჭვო ეპიზოდები და ეს არაერთია, როცა მეტად დარწმუნება გვჭირდება, თუმცა ამას ისე არ გვთავაზობენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ან რასაც ვხედავთ, ძალიან ბუნდოვანია. ვიდეოგამეორების სისტემამ ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას, მისი მთავარი არსი სწორედ ესაა.

მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ერთი მერვედფინალური წყვილი ისეთია (იაპონია - ხორვატია) მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს საქმე უნდა გაუადვილოს, თუმცა რამდენად ლოგიკურად დასრულდება მერვედფინალები, საკითხავი ჯერ ეს არის. პლეი-ოფი 3 დეკემბრიდან დაიწყება.

altსასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

alt"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

მკითხველის კომენტარები / 34 /
კაცი ბჭობდაო ღმერთი იცინოდაო ). ბოლოს ნახავთ
Diego
02 დეკემბერი 2022 13:42
0
იაპონელები აშკარად დოპინგზე შემხტარებივით დარბოდნენ მეორე ტაიმში
1
02 დეკემბერი 2022 13:37
0
პატივცემულო ავტორო 1976 წელს და 1986 წელს რო ახსენებ გერმანია ავსტრიას, რას გულისხმობ იქნებ დააკონკრეტო. 76 ში მსოფლიო ჩემპიონატი არ იყო 86 ავსტრია არ ყოფილა. 82 გვახსოვს. რეებს ბოდიალობ, თუ წერ საჯაროდ პასუხიც საჯაროდ გაგვეცი.
babu
02 დეკემბერი 2022 13:30
0
ესპანეთს აწყობდა გერმანიის გავარდნა.
რატომ უნდა მოეკლა თავი გუშინ?
ქ. გ.
02 დეკემბერი 2022 13:27
3
გერმანიის ადგილზე ბოლო წუთებზე სამ გოლს გავუშვებდი და როგორ მოაწყობდა...
თენგო
02 დეკემბერი 2022 15:55
0
ფიფასთან შეკრულ ტოტალიზატორის მაფიას როცა დადებული აქვს ფული და გაცემული აქვს ბრძანება რომელიმე გრანდის ამოტრიალებაზე კაი დედის შვილი ხარ და შეეწინააღმდეგე არაფრით არ გაგიტარებენ გუნდმა რაც არ უნდა გააკეთოს მოედანზე. ფული აქვთ დადებული ეგენი კაცს მოკლავენ მაგის გულზე. თან მარტო მსაჯი არაა მაგათი ბერკეტი აქვთ სხვა საშუალებებიც
infra1
02 დეკემბერი 2022 13:26
2
გერმანია იმის ღირსი იყო რაც მიიღო. მაგრამ მთლად მეამიტებიც ყოფილან, როცა ესპანელეთს ვითომ გაურიგდნენ იაპონიისთვის მოეგოთ. გერმანელებს რომ ჭკუა ქონოდათ კი არ უნდა მინდობილიყვნენ ესპანელებზე, ფაქტის წინაშე უნდა დაეყენებინათ ესპანელები და თავიდანვე კოსტა რიკასთან პირველი ტაიმ წაეგოთ. ამით საშიშროება ექნებოდათ ესპანელებს და მთელი ძალით ითამაშებდნენ. ასეთი ვირეშმაკობა როგორც წესი არავის შერჩენიათ და არც ესპანელებს შერჩებათ. ფინალამდე მაინც ვერ მივლენდა ვფიქრობ ეს წაგება თავისას იტყვის ადრეულად და ეს თუ მაროკა არა შემდეგი მეტოქე იქნება აუცილებლად.
ბრაზილია ამას არ იკადრებდა და დღეს ნახავთ რომ არაფერის მომცემ თამაშსაც მოიგებენ. ნამდვილი ჩემპიონის მენტალობაში ვერ ჯდება ვიღაცას დაუწვე ან ნახევარ ძალით ითამაშო. ტუნისთან რომ წააგებ, იაპონიასთან და მით უარესი საუდ. არაბეთან ჩემპიონობის ღირსი არ ხარ და ვერც გახდები.

ბრაზილია ჩემპიონი გახდება.
G.LA
02 დეკემბერი 2022 13:14
5
პირველი ტაიმი რო წაეგო, რა გარანტია ქონდა რომ თამაშს მოიგებდა? დაწვებოდა კოსტა რიკა და მერვედფინალშიც მშვენივრად გავიდოდა.
ფეოლა
02 დეკემბერი 2022 14:08
0
ბრაზილია გუნდურ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგათი მაქსიმუმი ფინალში გასვლაა.
ჟორა
02 დეკემბერი 2022 14:05
3
თუ ესპანეთმა თამაშით ვერ აჯობა იაპონიას, მაშინ ასეთი თამაშით მაროკოსთანაც ვერაფერს იზამენ და მით უმეტეს პორტუგალიასთან და თუ იმაიმუნეს მაშინ ღმერთი დასჯით და მაინც ვერაფერს იზამენ. სხვა მხრივ გერმანია ღირსი იყო, რომ ჩარჩა.
ეეე
02 დეკემბერი 2022 12:26
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული