მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო წლებში კარგ ფორმაშია. ამ გუნდიდან ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, მათი მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკიც ქვეყნის მთავარ გუნდში მივიდა, თუმცა გერმანელები, რომლებიც 2014 წელს ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, ჯგუფში მეორედ ჩარჩნენ.
სანამ ესპანეთთან თამაშს შევეხებით, რომლებიც იაპონიასთან დამარცხდნენ და ფინალამდე უკეთესი გზა ექნებათ, გერმანელებმა საკუთარ თავში ბევრი
მენტალობა მენტალობად და ბუნდესგუნდში ნამდვილად აღარაა ის შემადგენლობა, რომელიც თუნდაც უახლოეს წარსულში გვახსოვს. მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს შემდეგ, მაღალი დონის ფორვარდს ვერ ვაწყდებით. ნახევარდაცვა განვიხილოთ - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი... ზოგადად, ფეხბურთის ფიგურების კრიზისი ძლიერდება, გერმანიის ნაკრებში კი ეს უფრო მეტად გამოჩნდა.
ესპანეთის ნაკრები კი საკმაოდ ცბიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შედგენიდანვე ეს თემა აქტუალური იყო, რომ ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, მათი და ბრაზილიის გზები საკმაოდ ადრე (მეოთხედფინალში) უნდა გადაკვეთილიყო, მათ შორის საუკეთესო კი არგენტინელებზე გადიოდა. ამას ცუდ ფორმაში მყოფი, თუმცა რთულად დასამარცხებელი ხორვატიაც დაემატა და თითქოს, "ფურია როხამ" თავს უშველა - მაროკო, პორტუგალია, საფრანგეთი ან ინგლისი - სავარაუდო გზა ასეთი აირჩია. ხომ არ დაისჯება ლუის ენრიკეს გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო, ამას ვნახავთ.
გერმანელებმა იგრძნეს, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა რთულდებოდა და ჰქონდათ შანსი, ესპანელები თან გაეყოლებინათ, თუმცა ისინი მაინც იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში გათანაბრდებოდა, ანაც ბოლომდე "პატიოსნად" ითამაშეს. არადა, ისტორიას გერმანელთა მსგავსი შემთხვევები უფრო ახსოვს, როგორსაც ახლა ესპანელებს მიაწერენ - 1976, 1982 თუ 1986 წლებში. მათი ავსტრიასთან დაპირისპირება გარიგებულთა კატეგორიაში შეჰყავთ.
ესპანეთის ნაკრები გასაგებია, თუმცა იაპონელებს გოლი ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს. VAR-ის სისტემამ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება აგვარიდა, თუმცა არის საეჭვო ეპიზოდები და ეს არაერთია, როცა მეტად დარწმუნება გვჭირდება, თუმცა ამას ისე არ გვთავაზობენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ან რასაც ვხედავთ, ძალიან ბუნდოვანია. ვიდეოგამეორების სისტემამ ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას, მისი მთავარი არსი სწორედ ესაა.
მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ერთი მერვედფინალური წყვილი ისეთია (იაპონია - ხორვატია) მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს საქმე უნდა გაუადვილოს, თუმცა რამდენად ლოგიკურად დასრულდება მერვედფინალები, საკითხავი ჯერ ეს არის. პლეი-ოფი 3 დეკემბრიდან დაიწყება.
სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]
"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი
ბრაზილია ამას არ იკადრებდა და დღეს ნახავთ რომ არაფერის მომცემ თამაშსაც მოიგებენ. ნამდვილი ჩემპიონის მენტალობაში ვერ ჯდება ვიღაცას დაუწვე ან ნახევარ ძალით ითამაშო. ტუნისთან რომ წააგებ, იაპონიასთან და მით უარესი საუდ. არაბეთან ჩემპიონობის ღირსი არ ხარ და ვერც გახდები.
ბრაზილია ჩემპიონი გახდება.