პორტუგალია, რომელმაც წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, სამხრეთ კორეასთან 1:2 წააგო და აზიური გუნდი მერვედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გავიდა. სხვთა შორის, კორეელები პორტუგალიას მეორედ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ მოუგეს (ადრე 2002 წელს 1:0). რონალდომ თამაშიდან ისევ ვერ გაიტანა და მესამე შეხვედრაშიც შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 21 შეხვედრაში 4 გოლია - 2 პენალტით.
ურუგვაი მას შემდეგ, რაც განელმა ა. აიუმ როჩეტს პენალტი ვერ
გაუტანა, დე არასკაეტამ ექვსწუთიან ინტერვალში დუბლით დააწინაურა, ბოლოს სიტუაცია ისე წარიმართა, რომ მესამე გოლის გატანა დასჭირდა, მაგრამ მსაჯმა კავანის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. საბოლოოდ სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს, რაც ჯგუფური ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ურუგვაი 2006 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა ჯგუფში.
ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 44 097 მაყურებელი
განა - ურუგვაი 0:2
გოლები: 0:1 დე არასკაეტა (26), 0:2 დე არასკაეტა (32)
გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (21)
ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 443 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - პორტუგალია 2:1
გოლები: 0:1 ორტა (5), 1:1 კიმ ენ გვონი (27), 2:1 ხვან ჩი ჩხანი (90+1)
1) ურუგვაი - კორეა 0:0;
2) პორტუგალია - ურუგვაი 2:0;
3) განა - ურუგვაი 0:2.
ე.ი. ურუგვაიმ 3 თამაშში დადო დაბალი მაჩვენებელი, კერძოდ ვერ მოუგო სამხრეთ კორეას, დამარცხადა პორტუგალიასთან და მოიგო მხოლოდ განასთან ისიც მხოლოდ 2:0. მოეგო 3:0 და გასული არ იყო, პორტუგალია აქ არაფერ შუაშია. ურუგვაიმ საკუთარი თავი თავად ჩატოვა ჯგუფში და პორტუგალიას ნუ აბრალებთ ურუგვაის წარუმატებლობას.