"ეკიპის" ცნობით, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნაიმარმა სერბეთთან მატჩში მიღებული კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად დახურულ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
ნეიმარი ბურთით ვარჯიშობდა და ორმხრივ თამაშში გოლი გაიტანა. ის 5 დეკემბერს სამხრეთ კორეასთან 1/8-ფინალური შეხვედრის განაცხადში იქნება, თუმცა უცნობია ათამაშებს თუ არა მწვრთნელი ტიტე.