"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და ყოველი გოლი მისმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც იცეკვა. "სელესაოს" ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.

"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს. ფანტასტიკური დაბოლოება ვინისიუსისგან პირველი გოლისას, თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს.

მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე
ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღვნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამ ბრაზილიელთაგან რომელიმეს ვინმე ოდესმე გალახავს", - ციტირებს კინს "სანი".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ცეკვა სჯობს,ვიდრე ლგბტ აფიშირება პირდაპირ მინდორზე,რაც გერმანიის ნაკრებმა იკადრა
ლელა
07 დეკემბერი 2022 11:18
1
კაცს Თავისი აზრი აქვს,მაისურის გახდაზე ადრე ყვიᲗელი არ იყო,აქ მეტოქე გუნდის დაფადსებაზე საუბრობს,ბრაზილიის ᲗამაᲨი ისედაც ცეკვაა საუცხოო მოᲫრაობებიᲗ,გეგონებოდა მაᲗი ცნობილი კარნავალი იყო,მარᲗლაც,რომ ბრწყინვალე ნაკრები,როდესაც გუნდს ამარცხებ ყველაფერᲨი და მეოᲗხე გოლზე რაᲦა ცეკვა გინდა,Შეხვდება არგენტინას და მერე ვნახოᲓ ვინ იცეკვებს,ამ Ჩემპიონატზე ყველაზე კარგი ᲗამაᲨი ყველაზე ლამაზი Შესრულებული ცეკვა-ᲗამაᲨიᲗ კი ბატონო ბრაზილია ყოᲩაᲦ,Ძლივს ვნახე Შემტევი ფეხბურᲗი და არა გაუᲗავებელი პასები.
გადადექი
06 დეკემბერი 2022 09:57
16
რა გინდათ ბრაზილიურ სამბას ცეკვავენ შალახოს ხომ არა.
საქმე გამოგლევიათ
06 დეკემბერი 2022 13:26
6
ოე ოე როი კომბაიინ.
გეგი
06 დეკემბერი 2022 20:53
1
ას პროცენტიანია ეს კაცი
სამბას მოყვარულებს
09 დეკემბერი 2022 13:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული