"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და ყოველი გოლი მისმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც იცეკვა. "სელესაოს" ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.

"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს. ფანტასტიკური დაბოლოება ვინისიუსისგან პირველი გოლისას, თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს.

მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე
ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღვნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამ ბრაზილიელთაგან რომელიმეს ვინმე ოდესმე გალახავს", - ციტირებს კინს "სანი".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამ ლიბერალიზმმა სულ გამოგალიბერალლა ბატონო როი. მაგ პრინციპით გოლის გატანაც მეტოქის შეურწყოფაა ალბათ. რა პონტია 38 წუთში 4 გოლის გატანა არა? მეტი აღარ დალიო ძია როი, გწყენს ეტყობა. ისე ჯობს დაიკიდო ტორემ მალე დაბერდები
ტიტე
06 დეკემბერი 2022 04:49
34
ნუ ბჟუტურებ.
kaxa
06 დეკემბერი 2022 10:08
5
რა შუაშია ლიბერალიზმი. ყველაზე არალიბერალი მოთამაშე და წამყვანია, საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენით.
valeri
06 დეკემბერი 2022 09:52
2
ყველა გამოხმაურება
ანუ რა გამოდის, გოლის აღნიშვნა წესებში უნდა მოვაქციოთ და ცენზორი დავუწესოთ?! იქნებ ვიღაცას აწეული ხელები, ან მალაყი, ან საერთოდ წელს ზომოთ შიშვლები რომ დარბიან ის არ მოწონს. კარგით რა, კოპაკაბანა ცეკვა-თამაშით იცნობა და ეს მათ სისხლიში აქვთ. ის კი არა მე ვცეკვავ ეკრანთან და მოედანზე ხომ პერფომანსი ყოველთვის მოსულა. ამ თემაზე კამათიც არ ღირს. პ.ს მოედანზე გასრიალება აკრძალეთ, მებაღე ჩხუბობს
იღბალო
06 დეკემბერი 2022 04:46
17
უხდება კი არა, საშინელებაა... ბრაზილიას უხდებოდა გოლის შემდეგ სოკრატესი რომ მომუჭულ მარჯვენას ზევით შემართავდა.
ქუთაისი
06 დეკემბერი 2022 03:32
16
მართალია როი ! ზედმეტები მოსდით @ ზოგი რომ ამბობს რა ქნან ცეკვა უყვართო ასე თუ წავიდა იტალიელებს სიმღერა უყვართ და დადგნენ ყოველი გოლის მერე გუნდად და იმღერონ ? ამდენი ცეკვა და მანჭვა გრეხვა რა უბედურებაა თუ ცეკვა უნდათ ბარში იარონ და იქ აქნიონ უკანალები @
zura222
06 დეკემბერი 2022 03:14
31
უხდება პირიქით ბრაზილიელების ლაღ ფეხბურთს მსგავსი ჟესტები. აბა ყირგიზეთის ნაკრებს არ მოუხდება და მოეშვი როი
რაბუ
06 დეკემბერი 2022 02:47
11
სწორეა, საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან და მაკედონიასთან ყოველ გატანილ გოლზე ხორუმი ეცეკვათ ხომ მოუხდებოდა?!
ქართველი
06 დეკემბერი 2022 09:25
0
თუ გაიტანეს გოლი მათაც მოუხდება
w
06 დეკემბერი 2022 08:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული