ბენტომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებთან 2022 წლის მუნდიალის მერვედფინალური მატჩი სამხრეთ კორეის მთავარი მწვრთნელის რანგში პაულო ბენტოსთვის ბოლო აღმოჩნდა.

მან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდეობას ტოვებს, ეს გადაწყვეტილება კი ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მიღებული. 53 წლის დამრიგებელმა ფეხბურთელებსა და ფედერაციის პრეზიდენტს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

ბენტო სამხრეთ კორეის ნაკრებს 2018 წლიდან მოყოლებული თავკაცობდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული