"სამწუხაროა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი..." - ჯორჯინა როდრიგესი რონალდოს სათადარიგოთა შორის დატოვებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიის ნაკრები 6:1 გაანადგურა. მოულოდნელად, სათადარიგოთა შორის გახლდათ კრიშტიანო რონალდო, რომლის ჩამნაცვლებელმა გონსალო რამოსმა ჰეთ-თრიქი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 5:1 გახლდათ. მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს სოციალურ ქსელში რონალდოს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი გამოეხმაურა:

"სამწუხაროა, რომ 90 წუთის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაშით ვერ დავტკბი. ფანები არ წყვეტენ შენი სახელის სკანდირებას!

იმედი მაქვს, ღმერთი და თქვენი ძვირფასი მეგობარი ფერნანდო სანტუში კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ რონალდოს თამაშისგან
მიღებული ემოციები კიდევ ერთხელ განვიცადოთ", - დაწერა ჯორჯინამ სოციალურ ქსელში.

alt6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ერთი მარიაჟი ტიპია. მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ნოდარი
07 დეკემბერი 2022 13:39
15
ნეტა ეგეთი მარიაჟი გვყავდეს, თუნდაც ცალი (ეგეთი მაგარი) ფეხით :)
123
07 დეკემბერი 2022 16:20
6
რა ეგოისტი არსებაა. პორტუგალიას ბოლო ათწლეულში საუკეთესო თამაში ჰქონდა და ეს ყველაფერი მოხდა რონალდოს გარეშე.სპორტული კუთხით რონალდო მაროკოსთან ძირითადში არ უნდა იყოს
გიო
07 დეკემბერი 2022 13:05
1
ამას მგონი კიდევ 2016 წელი გონია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიო
თომა
07 დეკემბერი 2022 15:22
4
ამ ფეხბურთელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ძალიან დიდი ხანია არ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და არც არასოდეს ყოფილა... ერთერთი საუკეთესო, კი რათქმაუნდა იყო!
ვახო...
07 დეკემბერი 2022 17:46
11
ვინ აკეთებს ამ სტატიებს :DDDDDDD ცოლია მეგობარი კი არა
zura
07 დეკემბერი 2022 14:28
2
არ არიან დაქორწინებულები
დათო
07 დეკემბერი 2022 16:15
1
მთავარია ლოგინში არ მოგაკლოს სიამოვნება 1, მოედანზე სიამოვნებას გაანებე თავი ჩემო დაია.დდდ
რრრ
07 დეკემბერი 2022 13:01
4
საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფებში სკამს არ ათბობენ. ეგ არასდროს ყოფილა საუკეთესო და ვერც იქნება , ყოველთვის მდევარი და იმიტატორი იყო ერთი კაცის, რომლის სახელსა და გვარსარ დავასახელებ. ასე რომ , შეიტყაპუნონ ეხლა მაგან და მაგისმა "მეგობარმა" და გაჩერდნენ , კიდევ უფრო ნუ გაიპაზორებს თავს.
ბექა
07 დეკემბერი 2022 21:42
21
2016 ევროპა ვინ მოიგო იქნებ შემახსენოთ?
მაროკო
07 დეკემბერი 2022 22:53
2
2016 ექვსი წლის წინ იყო. თანაც, ფინალი მაგის გარეშე მოიგო პორტუგალიამ. შენი ლოგიკით 2026 წელსაც ძირითადში უნდა იდგეს?
ზურა
12 დეკემბერი 2022 02:59
0
ვინ მოიგო და ტოტო კუტუნიომ (ტოტალიზატორმა):):):):):)
არ გახსოვს?!
5 ფრე მე ვითამაშე?!
ნიკო
08 დეკემბერი 2022 02:15
6
რონალდუს ფანი ვარ,მაგრამ ჩემიონატის დასაწყისში ვიძახდი თუ სანტუშს გამბედაობა ეყოფა და რონალდუს სკამზე დასვამს პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტი იქნება-თქო. წლები მაინც თავისას შვრება, როგორც გინდა ფიქრობდე რომ ჯერ კიდევ შეგიძლია უმაღლეს დონეზე თამაში
მამუკა
07 დეკემბერი 2022 19:34
1
რა ეგოისტი არსებაა.პორტუგალიამ ბოლო ათწლეულში საუკეთესო თამაში აჩვენა შვეიცარიასთან და ეს ყველაფერი მოხდა რონალდოს გარეშე.სპორტული თვალსაზრისით რონალდო მაროკოსთან ძირითადში არ უნდა იყოს.
გიო
07 დეკემბერი 2022 13:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული