"სამწუხაროა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი..." - ჯორჯინა როდრიგესი რონალდოს სათადარიგოთა შორის დატოვებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიის ნაკრები 6:1 გაანადგურა. მოულოდნელად, სათადარიგოთა შორის გახლდათ კრიშტიანო რონალდო, რომლის ჩამნაცვლებელმა გონსალო რამოსმა ჰეთ-თრიქი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 5:1 გახლდათ. მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს სოციალურ ქსელში რონალდოს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი გამოეხმაურა:

"სამწუხაროა, რომ 90 წუთის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაშით ვერ დავტკბი. ფანები არ წყვეტენ შენი სახელის სკანდირებას!

იმედი მაქვს, ღმერთი და თქვენი ძვირფასი მეგობარი ფერნანდო სანტუში კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ რონალდოს თამაშისგან
მიღებული ემოციები კიდევ ერთხელ განვიცადოთ", - დაწერა ჯორჯინამ სოციალურ ქსელში.

alt6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
საოცრად ლამაზი გოგოა ჯორჯინა
:)))))))))))
12:01 08-12-2022
1
ტყუილად კი არაა ნათქვამი,სიყვარული ბრმააო....
მერაბი
09:48 08-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული