6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარია 6:1 დაამარცხა.

2008 წლის შემდეგ რონალდო პირველად ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მწვრთნელმა სანტუშმა განაცხადა, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული სამხრეთ კორეასთან მატჩისას მომხდარ ფაქტთან და მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ერთი სიტყვით, კლუბის შემდეგ კრიშტიანოს პრობლემები ეროვნულ გუნდშიც შეექმნა - გაუბედეს და სასტარტოში არ დააყენეს.

ლუზიტანებმა თავიანთი ლიდერის არყოფნა არც შეიმჩნიეს. ჯერ რონალდოს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა „ბენფიკას“ 21 წლის თავდამსხმელმა რამუშმა მახვილი კუთხიდან დალაშქრა ზომერის კარი, შემდეგ კი ვეტერანმა პეპემ თავურით გაიტანა და
პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში რამუშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასიც გააკეთა და საბოლოოდ პორტუგალიამ 6:1 გაიმარჯვა (ულამაზესი გოლი ლეაომაც გაიტანა). რონალდო შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

10 დეკემბერს, მეოთხედფინალში, პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება.

- პორტუგალია მესამედ გავიდა მეოთხედფინალში და პირველად გაიტანა პლეი-ოფში 6 გოლი.
- რამუში მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორია.
- პეპე მუნდიალების პლეი-ოფების ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა - 39 წლის და 9 თვის.

ლუსაილი. "აიკონიკი". 83 720 მაყურებელი

პორტუგალია - შვეიცარია 6:1
გოლები: 1:0 რამუში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამუში (51), 4:0 გერეირუ (56), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამუში, 6:1 ლეაო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ესპანთს რო ჰეთრიკი გაუკეთა ის რატო დაივიწყა ხალხმა. რა ქნას კაცს ინდა თამაში ✌️❤️
ვანო
17:52 09-12-2022
0
გერმანულ საიტზეც არიან შენნაირი ბინძური კაცები რომლებიც ცდილობენ სახელი გაუტეხონ კაცს რომელმაც იმდენი ბურთი გაიტანა ნაკრებში, იმდენჯერ გაახარა პორტუგალიელი ხალხი,რომ ამ რეკორდს 21 საუკუნეში ვერავინ მოხსნის.რა დაგრჩენიათ იჯდეთ ტალახში და ისროლოთ.
ვა რა დონეა
12:47 07-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული