ჩრდ. კორეაში სამხ. კორეის მატჩის ჩვენება საინტერესო წინაპირობით დაუშვეს...

AutoSharing Option
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მტრული ურთიერთობის შესახებ კარგად მოგეხსენებათ. Daily mail-ის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა მატჩი ეთერში გაუშვეს. მეტიც, თითოეული მოთამაშის გვარიც კი წარმოთქვეს. ეს აქამდე აკრძალული იყო. მაშინ რამ გამოიწვია ყოველივე? იმან, რომ მატჩის შედეგი უკვე ცნობილი იყო - ბრაზილიელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჩრდ. კორეის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს დაუპირისპირდა. მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა მეტოქისგან ერთი გოლი მიიღო, საბოლოოდ კი (2:1) გაიმარჯვა, თუმცა
ჩრდილოკორეული ტელევიზიის საშუალებით, ადგილობრივი მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ნაკრების გოლი აჩვენეს და "მოგების" შესახებ აცნობეს.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ფეხბურთს ეხება - ჩრდ. კორეაში აკრძალულია ევროპის ნებისმიერი საკლუბო ჩემპიონატის ჩვენება.

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ აქ მმართველი მისი ვაჟი კიმ ჩენ ინია, თუმცა სიტუაცია მაინც უცვლელია.

altო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altბრაზილია ცეკვასა და მონატრებულ ჩემპიონობას აპირებს - რა შეუძლია ხორვატიას?!

მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორად აღნიშნა აი მაგის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მაგათ მხოლოდ სკამები ადარდებდათ და ეს საცოდავი ხალხი მაგათი სკამებისთვის იკლავენ თავს 20 დისლაიქი გამოტვინებულებო.
კახა
11 დეკემბერი 2022 01:54
0
2010 იყო თუ არ ვცდები, როდესაც მათმა მთავრობამ საკუთარ ხალხს აცნობა რომ ისინი ჩემპიონები გახდნენ, თან ყველანი ფინალამდეც და მანამდეც დიდი ანგარიშით, თანაც ნოლზე დაამარცხეს)
დავით 67
10 დეკემბერი 2022 02:53
4
ნატურში შემეცოდა ჩრდილოეთ კორეელი ხალხი. ცუდ ხასიათზე დავდექი(!)... შესაცოდი ვიყავით ჩვენც, დამარცხებულს, კუდ ამოძუებულ და "საკუთარ ცხენს" გამოსწრებულ" ერს, გამარჯვება რომ აზეიმეს რუსეთთან აგვისტოს ომში.
ოკრიბელი
09 დეკემბერი 2022 22:38
22
თუ ვიჯერებთ, რომ ეკონომიკა დუღს. ამასაც დავიჯერებთ.
დიმა
09 დეკემბერი 2022 20:48
9
რითია ცუდი, ქართველებიც რომ დაგვარწმუნონ, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვართ
ზაქრო
09 დეკემბერი 2022 17:43
2
რაღაც მსგავსებას ვხედავ, თუმცა ჯერ ბელორუსამდეც ბევრი გვიკლია არათუ ჩრდ. კორეამდე. რომ მაგონდება სატელეფონო საუბარი “იმის” შვილის და ტრი ტრისა. ხალხი ჩრდ. კორეაში მასეთი არ საბადებულა. უწიგნურობამ და გაუბათლებლობამ მიიყვანა მაქამდე ხალხი. მხოლოდ გაუბათლებელმა ხალხმა შეიძლება აგინოს ოკუპანტთან სიკვდილ სიცოცხლის მებრძოლი თავისივე მოქალაქეები. მიზეზად კი მთავრობამ უწიგნურებს სიტყვა ( наёмник დაქირავებული კონტრაქტორი) გადაუგდოს. თურმე ჩვენ ჯარში კონტრაქტის გარეშე არიან და სამშობლოს ფულის სანაცვლოდ არ იცავენ. მხოლოდ ჭკუამოკლეს გონიათ რომ მოხალისე სტასუსით შეგიძლია სადმე ბრძოლა კონტრაქტის გარეშე. ამიტომ ეს პირველი ტაიმია რასაც იქ ჩრდ. კორეაში ბრაზილიასთან გამარჯვება აზეიმეს უწიგნურ ბნელეთში ხალხს. აქ შემოეფინებიან ახლა ქოცნეთის ტროლები მრავლად. ნაცები იყავით თქენ და გახდით ქოცები. მე კი სულ თქვენი მაგინებელო ვარ თქვე სასირცხვილო სექტა ნაცქოცებო.
G.LA
09 დეკემბერი 2022 16:51
17
თქვენისთანა დაუნახავებს მართლა ჩრდილო კორეაში უნდა უკრა თავი. სიტყვის თავისუფლება გაკლიათ თქვენ? იგინებით და ილანძღებით დღე და ღამე ყველა ტელევიზიიდან.
გური
09 დეკემბერი 2022 20:37
19
დიდი ამბავი ჩვენც ხომ დავამარცხეთ რუსეთი აგვისტოს ომში
w
09 დეკემბერი 2022 16:27
13
ამ კაცმა ჯერ არ თქვა მარადონა და პელე ვარო? გასაკვირია პირდაპირ?
მწვრთნელი
09 დეკემბერი 2022 16:10
5
კიდე რომ იწუწუნებ, საქართველოში დავიბადეო
დავითი
09 დეკემბერი 2022 16:05
18
კარგს შევედაროთ მეგობარო არ ჯობს?
ლადო
09 დეკემბერი 2022 17:43
3
მადლობა ბატონ ბიძინას რომ მთლად ჩრდილოეთ კორეაც არ ვართ.
Goga
09 დეკემბერი 2022 16:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული